პრესისგან ზეწოლა, ამ ყველაფერმაც ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩვენზე, ვცდილობთ, ყველაფერს გავუმკლავდეთ. ჩვენი ცხოვრების და მუშაობის ძალიან დიდი ნაწილი ამჯერად მთლიანად ეთმობა აფრიკას. მე ჰარისთვისაც ბევრჯერ მითქვამს და გამიფრთხილებია, რომ უბრალოდ "გადარჩენა"
როგორც იცით, რამდენიმე კვირის წინ ჰარიმ განაცხადა, რომ დღევანდელ რეალობაში არსებული სიტუაცია მისი მეუღლისათვის საშიშია, რადგან ხშირად ისეთი ინფორმაცია იწერება, რაც სინამდვილესთან ახლოს საერთოდ არაა. ჟურნალ "Cosmopolitan"-ის გავრცელებული ინფორმაციით, პრინცი ჰარი "Daily Mail"-ის ჟურნალისტების მიმართ, სამართლებრივ, ლეგალურ ქმედებას ახორციელებდა.
"საუბედუროდ, ჩემი მეუღლე მსხვერპლია, ბრიტანული ტაბლოიდებისა და გამოცემების მსხვერპლი! ორსულობა, ბავშვის აღზრდა, მეგანი ყოველთვის კრიტიკის ობიექტი იყო. არ მინდა ის განმეროდეს, რაც პრინცესა დაიანას დროს ხდებოდა. მაგრამ, მგონია, რომ სამწუხაროდ, ისტორია მეორდება. არ შეიძლება ადამიანის მდგომარეობა ან ქმედება რეიტინგის ასამაღლებად გამოყენებული იქნას. მათ შეუძლიათ არასწორი ან თუნდაც შეთხზული ინფორმაცია გაავრცელონ არამარტო მეგანის, არამედ ნებისმიერი სხვა ადამიანის შესახებ. ეს უნდა შეწყდეს!" გაგრძელება