21 ოქტომბერი, 2019
"მე შენ გაფრთხილებდი!!" რატომ გრძნობდა მეგან მარკლი თავს დაუცველად ოჯახში? ტირილამდე მისული ჰერცოგინიას ინტერვიუ!
სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლმა "ITV tonight"-ზე, Tom Bradby-ის ახალი დოკუმენტური ფილმისთვის ინტერვიუ ჩაწერა: "არ ვიცი, ახლა სად შეიძლება ცხოვრება, ჩვენ Cape Town-დან ვართ და ყველაზე კარგი ამ ადგილას იქნებოდა დამკვიდრება, თუმცა, ძალიან ბევრი პრობლემაა, არ ვიცი ამ ყველაფერთან ერთად როგორ შევძლებთ ნორმალურად ცხოვრებას.

პრესისგან ზეწოლა, ამ ყველაფერმაც ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩვენზე, ვცდილობთ, ყველაფერს გავუმკლავდეთ. ჩვენი ცხოვრების და მუშაობის ძალიან დიდი ნაწილი ამჯერად მთლიანად ეთმობა აფრიკას. მე ჰარისთვისაც ბევრჯერ მითქვამს და გამიფრთხილებია, რომ უბრალოდ "გადარჩენა"
საკმარისი არაა, ბევრია საჭირო." სასექსის ჰერცოგინიამ ასევე ორსულობის პერიოდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაშინ თავს ყველაზე დაუცველად გრძნობდა: "ორსულობის პერიოდში თავს დაუცველად ვგრძნობდი, ალბათ ყველა ქალი დამეთანხმება." მეგანისთვის ფეხმძიმედ ყოფნის პერიოდი, რთული, მაგრამ ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი აღმოჩნდა.

როგორც იცით, რამდენიმე კვირის წინ ჰარიმ განაცხადა, რომ დღევანდელ რეალობაში არსებული სიტუაცია მისი მეუღლისათვის საშიშია, რადგან ხშირად ისეთი ინფორმაცია იწერება, რაც სინამდვილესთან ახლოს საერთოდ არაა. ჟურნალ "Cosmopolitan"-ის გავრცელებული ინფორმაციით, პრინცი ჰარი "Daily Mail"-ის ჟურნალისტების მიმართ, სამართლებრივ, ლეგალურ ქმედებას ახორციელებდა.
"საუბედუროდ, ჩემი მეუღლე მსხვერპლია, ბრიტანული ტაბლოიდებისა და გამოცემების მსხვერპლი! ორსულობა, ბავშვის აღზრდა, მეგანი ყოველთვის კრიტიკის ობიექტი იყო. არ მინდა ის განმეროდეს, რაც პრინცესა დაიანას დროს ხდებოდა. მაგრამ, მგონია, რომ სამწუხაროდ, ისტორია მეორდება. არ შეიძლება ადამიანის მდგომარეობა ან ქმედება რეიტინგის ასამაღლებად გამოყენებული იქნას. მათ შეუძლიათ არასწორი ან თუნდაც შეთხზული ინფორმაცია გაავრცელონ არამარტო მეგანის, არამედ ნებისმიერი სხვა ადამიანის შესახებ. ეს უნდა შეწყდეს!" გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS