21 ოქტომბერი, 2019
"ჩვენი გზები გაიყო" - პრინცი ჰარი ძმასთან კონფლიქტზე პირველ კომენტარს აკეთებს
ბრიტანული პრესა დიდი ხანია აქტიურად წერს იმის თაობაზე, რომ პრინცი ჰარი და პრინცი უილიამი ერთმანეთთან ცუდ ურთიერთობაში არიან.

ამის შესახებ პრესა მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც პრინცმა ჰარმა მეგან მარკლიზე იქორწინა. სამეფო ოჯახმა ფაქტთან დაკავშირებით, რამდენიმე თვის წინ, კომენტარიც კი გააკეთა. მათი თქმით, ჭორები პრესის ფანტაზიის ნაყოფი იყო, თუმცამ ძმების ურთიერთობა სულ სხვა რამეზე მეტყველებს.

პრინცმა ჰარიმ ძმასთან ურთიერთობაზე, ცოტა ხნის წინ, პირველად გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ძმების გზები გაიყო.

"ჩვენი ოჯახი მუდმივად ზეწოლის ქვეშ არის.
ასეთ პირობებში კი კონფლიქტი გარდაუვალია. ჩვენ ძმები ვართ და ყოველთვის ერთად ვიქნებით.

ჩვენი გზებიც განსხვავებულია, მაგრამ ყოველთვის იქ ვიქნები, სადაც მას დავჭირდები და თავადაც იგივეს გააკეთებს. ჩვენ იშვიათად ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ ერთმანეთი გვიყვარს და პრესაში გაბერილი ინფორმაცია იწერება. ჩვენ ვართ ძმები და ბუნებრივია, კარგი და ცუდი პერიოდებიც არის ჩვენს ურთიერთობაში", - განაცხადა ჰარიმ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS