16 ოქტომბერი, 2019
ქეთა თოფურია პირველად ალაპარაკდა, როგორ გაიცნო ახალი რჩეული და რატომ დაშორდა რეპერ გუფის
გუფისთან დაშორების შემდეგ, ქეთა თოფურიამ თქვა, რომ პირად ცხოვრებაზე საჯაროდ არასდროს ისაუბრებდა, მაგრამ ეს პირობა უკვე მეორედ დაარღვია და გადაცემაში "Люди говорят" მისი ახალი სიყვარულის შესახებ ისაუბრა.

ქეთა თოფურიას ახალი რჩეული დიპლომატი ლევ ძენგოვია. ქეთამ გადაცემაში თქვა, რომ ახლანდელი რჩეული მინსკში გაიცნო.

Rating


"მისი დაბადების დღე იყო, რადგან ჩვენი პროდუსერის ბაიგალის ნაცნობია, გადაწყვიტა და მის დაბადების დღეზე დაგვპატიჟა. როდესაც მინსკიდან დავბრუნდით, ტელეფონით დამიკავშირდა და თითქმის 24 საათი ასე ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. არც მას ეძინა და არც მე.
შემდეგ მოსკოვში ჩამოვიდა, შევხვდით და აქედან დაიწყო ყველაფერი, ეს არის ერთი ნახვით შეყვარება", - განაცხადა მომღერალმა ინტერვიუში.

როგორც ქეთამ აღნიშნა, მან უკვე გაიცნო ძენგოვის ოჯახის წევრები და მისი ქალიშვილი ოლივიაც გააცნო.

Rating

ჟურნალისტი შეეცადა, ქეთასგან დიპლომატის მეორე ცოლის შესახებაც მიეღო ინფორმაცია, რომელმაც განაცხადა, რომ მეუღლემ სწორედ მაშინ მიატოვა, როდესაც მათი ქალიშვილის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა.

"ეს ლევის პირადი ცხოვრებაა და ამაზე თავად უნდა გააკეთოს კომენტარი. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ მის ოჯახში ყველას ერთმანეთი უყვარს და არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან", - აღნიშნა თოფურიამ.

Rating

ბუნებრივია, მომღერალმა თავი ვერ აარიდა გუფისთან დაშორების შესახებ დასმულ კითხვას.

"მინდა, რომ ბედნიერი იყოს. ის არასტაბილური ადამიანია, მისი სხვადასხვა ქმედებები მიუღებელი იყო ჩემთვის, ამიტომ გულწრფელად ვუთხარი, რომ დაშორება მინდოდა მასთან და დავშორდი".


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS