ქეთა თოფურიას ახალი რჩეული დიპლომატი ლევ ძენგოვია. ქეთამ გადაცემაში თქვა, რომ ახლანდელი რჩეული მინსკში გაიცნო.
"მისი დაბადების დღე იყო, რადგან ჩვენი პროდუსერის ბაიგალის ნაცნობია, გადაწყვიტა და მის დაბადების დღეზე დაგვპატიჟა. როდესაც მინსკიდან დავბრუნდით, ტელეფონით დამიკავშირდა და თითქმის 24 საათი ასე ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. არც მას ეძინა და არც მე.
როგორც ქეთამ აღნიშნა, მან უკვე გაიცნო ძენგოვის ოჯახის წევრები და მისი ქალიშვილი ოლივიაც გააცნო.
ჟურნალისტი შეეცადა, ქეთასგან დიპლომატის მეორე ცოლის შესახებაც მიეღო ინფორმაცია, რომელმაც განაცხადა, რომ მეუღლემ სწორედ მაშინ მიატოვა, როდესაც მათი ქალიშვილის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა.
"ეს ლევის პირადი ცხოვრებაა და ამაზე თავად უნდა გააკეთოს კომენტარი. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ მის ოჯახში ყველას ერთმანეთი უყვარს და არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან", - აღნიშნა თოფურიამ.
ბუნებრივია, მომღერალმა თავი ვერ აარიდა გუფისთან დაშორების შესახებ დასმულ კითხვას.
"მინდა, რომ ბედნიერი იყოს. ის არასტაბილური ადამიანია, მისი სხვადასხვა ქმედებები მიუღებელი იყო ჩემთვის, ამიტომ გულწრფელად ვუთხარი, რომ დაშორება მინდოდა მასთან და დავშორდი".