31 მარტი, 2014
სკანდალური დასკვნა – დღეისათვის დედამიწაზე 80 უცხოპლანეტელი ცხოვრობს
რაც შეეხება გარეგნობას, ზოგიერთი მათგანი ნაცრისფერ დიდთავიან თოჯინას ჰგავს, ზოგიერთს კი ღია ფერის კანი აქვს და ქერა ადამიანს ჩამოჰგავს ახლახან სამმა ცნობილმა და ავტორიტეტულმა ადამიანმა არამარტო აღიარა უცხოპლანეტელების არსებობა, არამედ გამოთქვა ვარაუდი, რომ ისინი ახლაც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ.

ტიბეტელების სულიერმა ლიდერმა დალაი ლამამ ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას თქვა, რომ მალე დედამიწელებს უცხოპანეტელებთან უსიამოვნო შეხვედრა მოგვიწევს და ამისათვის მორალურად უნდა მოვემზადოთ, რადგან მათ ძალზე საზარელი გარეგნობა აქვთ და ამან შოკში არ უნდა ჩაგვაგდოს.

კანადის ყოფილმა
პრემიერ-მინისტრმა პოლ ჰელიემ განაცხადა, რომ მის თვალწინ, 1961 წელს მფრინავი თეფშების ესკადრილი ამოფრინდა, რაც კანადის, რუსეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის სამხედრო ძალებმა დააფიქსირეს.

მისი ინფორმაციით, დღეისათვის დედამიწაზე არამიწიერი ცივილაზაციის 80 წარმომადგენელი იმყოფება, ჩვენს გვერდით ცხოვრობს და მათ ადამიანები თვეში ერთხელ მაინც ხვდებიან, ზოგიერთი დედამიწელი კი მათი მსხვერპლიც ხდება - ხომალდებით გაურკვეველი მიმართულებით და დროით მიჰყავთ.

რაც შეეხება გარეგნობას, ზოგიერთი მათგანი ნაცრისფერ დიდთავიან თოჯინას ჰგავს, ზოგიერთს კი ღია ფერის კანი აქვს და ქერა ადამიანს ჩამოჰგავს. მეტიც, პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ზოგიერთი ჰუმანოიდი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან თანამშრომლობს და მას ახალი ტექნოლოგიების შექმნაში ეხმარება.

უცხოპანეტელების არსებობის მოწმეა სკანდალური ამერიკელი აგენტი ედუარდ სნოუდენიც, რომელმაც აშშ-ს დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტაცია გაასაჯაროვა.

ერთ-ერთ ასეთ დოკუმენტში კი შავით თეთრზე წერია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მაღალ, თეთრ უცხოპლოანეტელებს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება თანამშრომლობაზე, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს სწორედდ ეს ჰუმანოიდები ეხმარებოდნენ ჰიტლერს მოწინავე ტექნოლოგიების, კერძოდ, სწრაფმავალი წყალქვეშა ნავების შექმნაში.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 26 /
კატო
რა არის გასაკვირი ამ სამკაროში ამდენი პლანეტაა დედამიწის გარდა და რატომ არ არის შესაძლებელი იმ პლანეტებზეც ცხვრობდნენ ადამიანის მსგავსი არსებები. სრულიად შესაძლებელია ჩვენზე უფრო მეტად განვიოთარებულებიც იყვნენ და ჩვენამდე მოაღწიეს
13:37 / 01-04-2014
გამოხმაურება / 0 /
სოსო
რა იყო არ გჯერათ? გადახედეთ ჩვენ საფეხბურთო ნაკრებს და ერთ რვა უცხოპლანეტელს მანდაც ნახავთ :)
10:58 / 01-04-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ოო ალბათ ჰიტლეტმა იმიტომ მოიგო მეორე მსოფლიო ომი)))) და მერე უცხოპლანეტელებსთან ერთად გაფრინდაგაყვა
23:24 / 31-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ვაი ჩვენს პატრონს... რისთვის ეწამა ქრისტე
23:11 / 31-03-2014
გამოხმაურება / 0 /
გიო
ვაი თქვენს პატრონს უბედურს...
18:50 / 31-03-2014
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ხო და თურმე ის 200 რჩეული მხედარი დავითმა რომ შეგზავნა მტრის ბანაკში დიდგორის ბრძოლის დროს და დღემდე დაამდვილებით არ იციან ვინ იყვნენ ეს მეომრები, მაღალი, თეთრი უცხოპლანეტელი ყოფილან :D :D :D
18:42 / 31-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS