31 მარტი, 2014
სკანდალური დასკვნა – დღეისათვის დედამიწაზე 80 უცხოპლანეტელი ცხოვრობს
რაც შეეხება გარეგნობას, ზოგიერთი მათგანი ნაცრისფერ დიდთავიან თოჯინას ჰგავს, ზოგიერთს კი ღია ფერის კანი აქვს და ქერა ადამიანს ჩამოჰგავს ახლახან სამმა ცნობილმა და ავტორიტეტულმა ადამიანმა არამარტო აღიარა უცხოპლანეტელების არსებობა, არამედ გამოთქვა ვარაუდი, რომ ისინი ახლაც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ.

ტიბეტელების სულიერმა ლიდერმა დალაი ლამამ ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას თქვა, რომ მალე დედამიწელებს უცხოპანეტელებთან უსიამოვნო შეხვედრა მოგვიწევს და ამისათვის მორალურად უნდა მოვემზადოთ, რადგან მათ ძალზე საზარელი გარეგნობა აქვთ და ამან შოკში არ უნდა ჩაგვაგდოს.

კანადის ყოფილმა
პრემიერ-მინისტრმა პოლ ჰელიემ განაცხადა, რომ მის თვალწინ, 1961 წელს მფრინავი თეფშების ესკადრილი ამოფრინდა, რაც კანადის, რუსეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის სამხედრო ძალებმა დააფიქსირეს.

მისი ინფორმაციით, დღეისათვის დედამიწაზე არამიწიერი ცივილაზაციის 80 წარმომადგენელი იმყოფება, ჩვენს გვერდით ცხოვრობს და მათ ადამიანები თვეში ერთხელ მაინც ხვდებიან, ზოგიერთი დედამიწელი კი მათი მსხვერპლიც ხდება - ხომალდებით გაურკვეველი მიმართულებით და დროით მიჰყავთ.

რაც შეეხება გარეგნობას, ზოგიერთი მათგანი ნაცრისფერ დიდთავიან თოჯინას ჰგავს, ზოგიერთს კი ღია ფერის კანი აქვს და ქერა ადამიანს ჩამოჰგავს. მეტიც, პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ზოგიერთი ჰუმანოიდი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან თანამშრომლობს და მას ახალი ტექნოლოგიების შექმნაში ეხმარება.

უცხოპანეტელების არსებობის მოწმეა სკანდალური ამერიკელი აგენტი ედუარდ სნოუდენიც, რომელმაც აშშ-ს დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტაცია გაასაჯაროვა.

ერთ-ერთ ასეთ დოკუმენტში კი შავით თეთრზე წერია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მაღალ, თეთრ უცხოპლოანეტელებს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება თანამშრომლობაზე, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს სწორედდ ეს ჰუმანოიდები ეხმარებოდნენ ჰიტლერს მოწინავე ტექნოლოგიების, კერძოდ, სწრაფმავალი წყალქვეშა ნავების შექმნაში.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 26 /
გიორგი
ძალიან საინტერესოა და ყოველთვის მაინტერესებდა ამოუხსნელი მოვლენები..ბაქრო მე მანახე ფოტოები ძმურად
22:48 / 22-04-2017
გამოხმაურება / 0 /
დათკა
ბაქრო როგორ უნდა მოვიქცეთ რო ვნახოთ,მოკლედ რა უნდა გავაკეთოთ,ვფიქრობ რო გეცოდინება . ან რა ფაქტები გაქ შეგიძლია მანახო?
00:36 / 14-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ზაზა
ელაპარაკო დოგმებით შემოსაზღვრულ გაუნათლებელ ადამიანს უცხოპლანეტურ ცივილიზაციებზე იგივეა, რაც აფრიკაში მცხოვრებ ბუშმენთა ტომებს ელაპარაკო აინშტაინის ფარდობითობის თეორიაზე ან ნანოტექნოლოგიებზე. არ დაგიჯერებენ, რადგან ვერც სივრცე-დროის ფარდობითობას აჩვენებ და ვერც სუბატომურ ნაწილაკებს დაანახებ.ასეთ ადამიანებს სჯერათ მხოლოდ იმისა რასაც მათი ავტორიტეტები ლაპარაკობენ და რაც მათ მიერ დაზეპირებულ დოგმებში წერია. მათ ფსიკიკაში შექმნილი აქვთ მარტივი მიკროსამყარო, რომელშიც მათთვის ყველაფერი ახსნადია და დაეჭვების საფუძველი არ არსებობს. ამის გამო ისინი ერთგვარ კმაყოფილებასაც განიცდიან. ის კი რაც არ აიხსნება იმ რეალობებით რაც მათ მიკროსამყაროშია ან ეწინააღმდეგება მათი წარმოდგენების დოგმებს მათ აღიზიანებთ და მათი დაცინვის საგანს წარმოადგენს.
09:45 / 02-08-2015
გამოხმაურება / 0 /
თეო
ჩემ უცხოპლანეტელს სახეზე ნაოჭები ქონდა და უფრო სუსტი იყო.
19:47 / 13-08-2014
გამოხმაურება / 0 /
მერაბა ვარ რა იყოთ ტოო
მე ვნახე ჩემი თვალიტ ტოო სურათიც შემილია განახოთ რა ტოო
18:55 / 02-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ბაქრო
აქედან ვისაც არ სჯერა უცხოპლანეტელების არსებობის, ბევრ ფოტოს დავუდებ ბევრ იმ ამოუხსნელ ფაქტს მივწერ რომ პასუხს ვერ გამცემთ.... და ასე რომ ნურავინ მიიგებს ამ თემას სამასხარაოს!
01:10 / 02-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ბაქო
არაუშავს უახლოვეს მომავალში ეს სერიოზული თემა იქნება :)
01:06 / 02-04-2014
გამოხმაურება / 0 /
სახელი
"ესკადრილი" კი არა ესკადრონი! მეგონა მაგ 3 ავტორიტეტულში თემურ წიკლაურს და ლელა კაკულიასაც გულისხმობდით...
17:38 / 01-04-2014
გამოხმაურება / 0 /
გუკა
არასერიოზული თემაა, მაგრამ თუ ქრისტეს არსებობის გჯერა მაშინ ამათიც დაიჯერე :)
17:36 / 01-04-2014
გამოხმაურება / 0 /
daviti
ეს 80 სად დათვალეს იქნებ 81-ა ა? ან 80 ათასი. ყველა სისულელე კი არ უნდა დაბეჭდოთ.
15:25 / 01-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS