ტიბეტელების სულიერმა ლიდერმა დალაი ლამამ ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას თქვა, რომ მალე დედამიწელებს უცხოპანეტელებთან უსიამოვნო შეხვედრა მოგვიწევს და ამისათვის მორალურად უნდა მოვემზადოთ, რადგან მათ ძალზე საზარელი გარეგნობა აქვთ და ამან შოკში არ უნდა ჩაგვაგდოს.
კანადის ყოფილმა
მისი ინფორმაციით, დღეისათვის დედამიწაზე არამიწიერი ცივილაზაციის 80 წარმომადგენელი იმყოფება, ჩვენს გვერდით ცხოვრობს და მათ ადამიანები თვეში ერთხელ მაინც ხვდებიან, ზოგიერთი დედამიწელი კი მათი მსხვერპლიც ხდება - ხომალდებით გაურკვეველი მიმართულებით და დროით მიჰყავთ.
რაც შეეხება გარეგნობას, ზოგიერთი მათგანი ნაცრისფერ დიდთავიან თოჯინას ჰგავს, ზოგიერთს კი ღია ფერის კანი აქვს და ქერა ადამიანს ჩამოჰგავს. მეტიც, პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ზოგიერთი ჰუმანოიდი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან თანამშრომლობს და მას ახალი ტექნოლოგიების შექმნაში ეხმარება.
უცხოპანეტელების არსებობის მოწმეა სკანდალური ამერიკელი აგენტი ედუარდ სნოუდენიც, რომელმაც აშშ-ს დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტაცია გაასაჯაროვა.
ერთ-ერთ ასეთ დოკუმენტში კი შავით თეთრზე წერია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მაღალ, თეთრ უცხოპლოანეტელებს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება თანამშრომლობაზე, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს სწორედდ ეს ჰუმანოიდები ეხმარებოდნენ ჰიტლერს მოწინავე ტექნოლოგიების, კერძოდ, სწრაფმავალი წყალქვეშა ნავების შექმნაში.