ოჯახის დანგრევის შესახებ, სოციალურ ქსელში, თავად ჩენინგ ტატუმმა დაწერა.
"წლების განმავლობაში ჩვენ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და არაჩვეულებრივი, მაგიური დრო გავატარეთ ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, უნდა ვთქვათ, რომ საერთოდ არაფერი შეცვლილა ერთმანეთთან დამოკიდებულებაში, თუმცა, სიყვარული ხომ მოგზაურობაა, რომელმაც ახლა ჩვენ სხვადასხვა გზაზე დაგვაყენა. არნაირი საიდუმლო მიზეზი ამ გადაწყვეტილებაში არ არის.
მას შემდეგ წყვილს თავიანთი გრძნობებისა და დაშორების მიზეზებზე არსად უსაუბრიათ. რამდენიმე დღის წინ, ჯინა ჯენამ პოპულარულ გამოცემას "People"-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ქმართან დაშორებაზე ისაუბრა.
"ძალიან ვეცადე ჩვენი ოჯახის გადარჩენას, მაგრამ მისი შენარჩუნება შეუძლებელი აღმოჩნდა. ეს რთული გამოცდა იყო, რომელიც გადავლახე და ახლა ბედნიერი ვარ", - განაცხადა ჯენამ.
მან აქვე დასძინა, რომ ასეთი ცვლილებების არ უნდა შეგეშინდეთ, რადგან ცხოვრება უკეთესობისკენ ყოველთვის იცვლება.
შეგახსენებთ, ოჯახის დანგრევის შემდეგ ჩენინგ ტატუმის ახალი სიყვარული მომღერალი ჯესი გახდა, ხოლო ჯენამ მსახიობ სტივ კაზიმთან გააბა რომანი.