სექსიზმი და არმენოფობია - სწორედ ასეთ შეფასებას უკეთებს "Caucasus Media" საქართველოში გაკეთებულ კომენტარებს.
22 სექტემბერს გამართული „გუჩის“ ჩვენების მთავარი თემა ფსიქიკური აშლილობა გახლდათ, თუმცა, საქართველოში არა დეფილეს მთავარ იდეაზე, არამედ ერთ კონკრეტულ მოდელზე დაიწყეს საუბარი.
წარმოშობით სომეხი მხატვარი, არმინე არუთინიანი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ის მოდის ინდუსტრიისთვის, განსაკუთრებით კი „გუჩის“ ჩვენებისთვის არასაკმარისად მომხიბვლელია.
თუმცა, კრიტიკის საბაბი მხოლოდ გარეგნობა არ ყოფილა, არმინე წამომავლობის
აჟიოტაჟი კი რამდენიმე ქართული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ სტატიებს მოჰყვა, სადაც ეწერა, რომ არმინე „გუჩის“ სახე გახდა. თუმცა, როგორც Caucasus Media იუწყება, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. არმინემ უბრალოდ მონაწილეობა მიიღო ჩვენებაში. შესაძლოა, სტატიბის გავრცელების თვითმიზანი არ ყოფილა ხალხის არმინეს წინააღმდეგ განწყობა, თუმცა, მასზე კონტექსტიდან ამოვარდნილი, მხოლოდ ნაწილობრივი ინფორმაციის გავრცელებით, ყურადღება მის გარეგნობასა და ეთნიკურ წარმომავლობაზე გამახვილდა.
„ეს საერთოდ ქალია?“ - დაწერა ერთ-ერთმა ქართველმა ინტერნეტმომხმარებელმა.
კომენტარების დიდი ნაწილი კი არმინეს გარეგნობას უსვამს ხაზს, რაც ფასდება, როგორც მყარად ფესვგადგმულ, სექსისტურ სილამაზის სტანდარტებად.
თუმცა, გარდა იმისა, რომ კომენტარებში არმინეს გარეგნობაზე გაამახვილეს ყურადღება, "Caucasus Media"-ს ინფორმაციით, სტატიებზე გამოხმაურებამ აჩვენა, თუ რამდენადაა გავრცელებული არმენოფობიური განწყობა საქართველოში.
„რატომ აბნელებს მილანის მოდის კვირეულს და არა არარატს?“ - ნათვამია სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარებში
არმინეს გამოსვლას, ასევე გამოეხმაურა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. „რა მახინჯია ეს სომეხი მოდელი“, - წერს გვარამია.
თუმცა, ის, აგრეთვე, აცხადებს იმასაც, რომ თავისი კომენტარით ის „ბულინგში“ არ იღებს მონაწილეობას, ის უბრალოდ თავის აზრს გამოხატავს. მისი მოსაზრებით, რადგან არმინე საჯარო ფიგურა გახდა, ის ღია უნდა იყოს კრიტიკისთვის.
„ არავინ არ მისულა მასთან სახლში და არ გადაუღია ფოტოები, მისმა საჯარო გამოსვლამ თავისთავად შემდეგი გზავნილი გააკეთა - შეხედეთ, როგორი ბუნებრივი და ლამაზია“.
თუმცა, "Caucasus Media"-ს შეფასებით, გვარამიას ეს პოსტი არა სოციალურ ქსელში განთავსებული კრიტიკაა, არამედ სიტყვის თავისუფლებისთვის დამზიანებელია.
გვარამია ცდილობს თავი იმ ლიბერალად წარმოაჩინოს, რომელიც თითქოს მარგინალიზებულ ჯგუფებს იცავს.