09 ოქტომბერი, 2019
27 წლის მოდელმა, რომელიც მეფემ 4 თვის ორსული მიატოვა, საქორწინო ბეჭედი გაყიდა
27 წლის მის მოსკოვის ოქსანა ვოევოდინას და მისი ყოფილი ქმრის, მალაიზიის მეფის მუჰამედ მეხუთეს მიმართ უცხოური პრესის ყურადღება ამ დრომდე არ ნელდება.

შეგახსენებთ, მალაიზიის ყოფილმა მეფემ საყვარელი ქალი ორსული მიატოვა, რაც ყველასთვის მოულოდნელი იყო.

Оксана Воеводина и Мухаммад V

გავრცელებული ინფორმაციით, მეფის გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მისი და ოქსანას ქორწინების ამსახველი ფოტოები პრესაში გავრცელდა.

ცოტა ხნის წინ, ოქსანამ "Mail Online"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის იძულებული იყო საქორწინო ბეჭედი გაეყიდა.

'არ ვიტყვი, რა ფასად გავყიდე ჩემი საქორწინო ბეჭედი, ვიტყვი
მხოლოდ იმას, რომ სამჯერ იაფად გავყიდე. ეს გადაწყვეტილება კი იმიტომ მივიღე, რომ მჭირდებოდა სამედიცინო გამოკვლევები, რისი საშუალებაც მე ნამდვილად არ მქონდა", - განაცხადა მოდელმა.

Оксана Воеводина с сыном

გავრცელებული ხმების მიხედვით, ოქსანას ქმარმა აჩუქა ცნობილი იუველირის ჯეიკობ არავოს მიერ დამზადებული ბეჭედი, რომლის ფასიც 165 ათასი დოლარი იყო.

"Daily Mail"-ის ცნობით, მოდელმა ბეჭედი იმის გამო გაყიდა, რომ მას ბავშვი შეენარჩუნებინა. მოდელი ასევე იმასაც ამბობს, რომ გასული წლის დეკემბრის შემდეგ, მუჰამედ V მის ცხოვრებაში აღარ გამოჩენილა. 


Оксана Воеводина
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS