შეგახსენებთ, მალაიზიის ყოფილმა მეფემ საყვარელი ქალი ორსული მიატოვა, რაც ყველასთვის მოულოდნელი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, მეფის გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მისი და ოქსანას ქორწინების ამსახველი ფოტოები პრესაში გავრცელდა.
ცოტა ხნის წინ, ოქსანამ "Mail Online"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის იძულებული იყო საქორწინო ბეჭედი გაეყიდა.
'არ ვიტყვი, რა ფასად გავყიდე ჩემი საქორწინო ბეჭედი, ვიტყვი
გავრცელებული ხმების მიხედვით, ოქსანას ქმარმა აჩუქა ცნობილი იუველირის ჯეიკობ არავოს მიერ დამზადებული ბეჭედი, რომლის ფასიც 165 ათასი დოლარი იყო.
"Daily Mail"-ის ცნობით, მოდელმა ბეჭედი იმის გამო გაყიდა, რომ მას ბავშვი შეენარჩუნებინა. მოდელი ასევე იმასაც ამბობს, რომ გასული წლის დეკემბრის შემდეგ, მუჰამედ V მის ცხოვრებაში აღარ გამოჩენილა.