09 ოქტომბერი, 2019
კიმ კარდაშიანმა შვილები სომხეთში მონათლა და სომხური სახელები დაარქვა
38 წლის ვარსკვლავი, კიმ კარდაშიანი, რამდენიმე დღის წინ სომხეთს ესტუმრა, სადაც დასთან კორტნი კარდაშიანთან და შვილებთან ერთად ჩავიდა.

ის მშობლიურ ქვეყანაში ტექნოლოგიურ კონგრესზე იყო მიწვეული, თუმცა, ხელიდან არ გაუშვა შანსი და შვილებიც მონათლა.

კიმ კარდაშიანის შვილების ნათლობა ეჩმიაძინის მონასტერში შედგა. ადგილობრივი მღვდლის, ვაგრამ მელიქიანის თქმით, კარდაშიანიც ისევე დარეგისტრირდა შვილების მონათვლის თარიღისთვის, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი.

სასულიერო პირის განცხადებით, ცერემონიალი პომპეზური არ ყოფილა, ბავშვებს ნათლობისას სომხური სახელები დაარქვეს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS