ის მშობლიურ ქვეყანაში ტექნოლოგიურ კონგრესზე იყო მიწვეული, თუმცა, ხელიდან არ გაუშვა შანსი და შვილებიც მონათლა.
კიმ კარდაშიანის შვილების ნათლობა ეჩმიაძინის მონასტერში შედგა. ადგილობრივი მღვდლის, ვაგრამ მელიქიანის თქმით, კარდაშიანიც ისევე დარეგისტრირდა შვილების მონათვლის თარიღისთვის, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი.
სასულიერო პირის განცხადებით, ცერემონიალი პომპეზური არ ყოფილა, ბავშვებს ნათლობისას სომხური სახელები დაარქვეს.