როგორც გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ სასექსის ჰერცოგინიამ ოჯახის წევრებთან არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მამამისს მისი შვილის ნახვისა და გაცნობის უფლებას არ აძლევს. ტომას მარკლმა გასულ წელს ავადმყოფობის გამო მეგანი საკურთხევლამდე ვერ მიაცილა, რის შემდეგაც, როგორც იუწყებიან, მამა-შვილი ერთამენთს არ შეხვედრია და არც სატელეფონო კონტაქტი ჰქონიათ.
"The Sun"-ის გავრცელებული ინფორმაციით მეგანი ამ ყველაფერს ოჯახისთვის აკეთებს, ეს გადაწყვეტილება კი მკაცრია და დაზუსტებითაა ცნობილი, რომ ჰერცოგინიას მამამისთან ურთიერთობა საერთოდ აღარ აკავშირებს.
ამჯერად "Daily Mail"-ი ავრცელებს ინფორმაციას,
რომ ტომასმა 2018 წლის აგვისტოში მეგანისგან წერილი მიიღო. "მამა გული მაქვს ნატკენი, მიყვარხარ, მხოლოდ ერთი მამა მყავს! გთხოვ, მედიასთან ჩემზე ასე ნუ ლაპარაკობ, მათ გარეშე მოვაგვაროთ ჩვენი ურთიერთობა!" - განაცხადა წერილში მეგან მარკლმა, რის შესახებაც მამამისმა ასეთი კომენტარი გააკეთა: "წერილში ჩემი თავი სწორად ნამდვილად არ იყო წარმოჩენილი, ჩემთვის მტკივნეული იყო ამის წაკითხვა, მაგრამ საკუთარი თავი უნდა დავიცვა."
ტომას მარკლი წერილის გასაჯაროვებას 6 თვე ერიდებოდა, თუმცა, ის მთლიანი სახით მაინც არ გავრცელებულა, მიზეზად მან ტექსტის სირთულე და მტკივნეული შინაარსი დაასახელა.