ინტერნეტ სივრცე რეპერი Tyga-ს ხმისჩამწერ სტუდიასთან დაფიქსირებული კაილი ჯენერის კადრებმა მოიცვა. ეჭვები, ყოფილი წყვილის წლების შემდეგ აღდგენილ ურთიერთობაზე, სამი დღის შემდეგ მათ საერთო წვეულებაზე გამოჩენამ გაამწვავა.
დასავლეთ ჰოლივუდში მდებარე Hyde Lounge-ში 22 წლის ბიზნესმენი და 29 წლის რეპერი ცალ-ცალკე მივიდნენ, თუმცა, ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ყოფილი შეყვარებულები კვლავაც განხილვის საგანი გამხდარიყვნენ.