07 ოქტომბერი, 2019
პუტინმა დაბადების დღე ტყეში გაატარა და სოკო შეაგროვა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს იუბილარია, ის 67 წლის გახდა. პუტინმა ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში, ბუნებაში გაატარა.


Владимир Путин

ის თავდაცვის მინისტრთან ერთად, ციმბირულ ტაიგაში გაემგზავრა, მათ თან ახლდათ ფოტოგრაფები და ჟურნალისტები.

პუტინისა და თავდაცვის მინისტრის ტყეში გასეირნების ფოტოები სოციალურ ქსელში რუსეთის პრეზიდენტის დაბადების დღის წინა დღეს გამოქვეყნდა.

Владимир Путин и Сергей Шойгу

ისინი 2000 მეტრის სიმაღლეზე ავიდნენ, სუფთა ჰაერზე გაისეირნეს, კენკრა და სოკო შეაგროვეს და შემოდგომის ბუნების სილამაზით დატკბნენ.

Владимир Путин

რუსული პრესის ცნობით, საკუთარ დაბადების დღეზე პუტინი ჯერ
ბუნებაში გადის, ხოლო შემდეგ სახლში ბრუნდება და ოჯახურ წრეში აღნიშნავს იუბილეს.

Владимир ПутинВладимир Путин
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS