03 ოქტომბერი, 2019
"ის მალავდა, რომ ოფიციალურ ქორწინებაში იყო" - გუფი ქსენია სობჩაკს ქეთა თოფურიასთან ურთიერთობის და დაშორების შესახებ ესაუბრა
ქსენია სობჩაკის შოუს "Осторожно, Собчак!" ახალი გმირი რეპერი გუფი გახლდათ. ის რუსული ჰიპ-ჰოპის გამორჩეული სახეა, თუმცა, ქართველებისთვის ნაცნობი მაშინ გახდა, როდესაც მისი და ქეთა თოფურიას რომანის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

ქეთას და გუფის რომანი რამდენიმე წელიწადს გაგრძელდა, მათ შვილებიც გააცნეს ერთმანეთს, თუმცა, რამდენიმე თვის წინ, მოულოდნელად დაშორდნენ.

გუფიმ "Осторожно, Собчак!"-ში ტიმატისთან ჩაწერილ სკანდალურ დუეტზე, ქეთა თოფურიასთან დაშორებაზე და სხვა თემებზე ისაუბრა.

Ксения Собчак и Гуф

ჟურნალისტს მან საკუთარ დაბადების დღეზე უმასპინძლა, ქსენია სობჩაკი იუბილარს სახლში ბოშების წარმოდგენით და საჩუქრებით ესტუმრა.

ბუნებრივია, გადაცემის მთავარი თემა ქეთა თოფურიასთან დაშორება იყო.

გუფიმ ინტერვიუში თქვა, რომ სიმღერა "Пусто" მას მიუძღვნა და ისიც აღნიშნა, რომ ამ ურთიერთობის დასრულების შემდეგ გული ძალიან ეტკინა.

Кети Топурия и Гуф

"ქეთა იყო ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც ვხედავდი ჩემს მომავალს, მაგრამ ბოლოს მორალურად გამტეხეს", - განაცხადა მან ინტერვიუში.

ალექს დალმატოვმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ნარკოტიკებზე უარის თქმა სწორედ სამი წლის წინ დაიწყო, როდესაც მის ცხოვრებაში ქეთა თოფურია გამოჩნდა. მისი თქმით, ქეთა პირველივე ნახვისას შეუყვარდა.

"ის ჩემთან მალავდა, რომ ჯერ კიდევ ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა, მას ჰყავდა შვილი და ვერსად ვჩნდებოდი მასთან ერთად, რადგან ის იყო ქეთა თოფურია", - ამბობს რეპერი.

Гуф и Ксения Собчак

ინტერვიუს დროს ქსენია სობჩაკმა განაცხადა, რომ ქეთა გუფის მთავარი სიყვარული იყო, რასაც რეპერი დაეთანხმა. მან აღნიშნა, რომ სანამ დაშორდებოდნენ, თავად შესანიშნავად იქცეოდა.

"ხელზე ოპერაცია გავიკეთე, ვიწექი, მან მოულოდნელად მითხრა, რომ მე ძალიან გავცივდი. ვერც მივხვდი, ეს რატომ მითხრა..."

რამდენიმე დღის წინ, ქეთა თოფურიამ ახალი სიყვარულის, 35 წლის დიპლომატის ფოტო გამოაქვეყნა და თემის კომენტირებისას განაცხადა, რომ ამ სიყვარულის სჯერა, გუფის კი ახალი სიყვარული ამ დრომდე არ უპოვია.

"მე ის ისევ მიყვარს. ისევ ჩემს გულშია ეს ადამიანი", - განაცხადა დალმატოვმა.

ქსენიამ რეპერს ჰკითხა, როგორ მოიქცეოდა, თუ ქეთა თოფურია დაურეკავდა და შერიგებას სთხოვდა, რაზეც რეპერმა შემდეგი პასუხი გასცა:

"არ შევურიგდები, რადგან მისი მატარებელი ჩავლილია. ზედმეტად მტკიოდა გული ამ პერიოდის მანძილზე, ასე არავინ მომქცევია".


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
--------
ის ქართველია და იმტომ , მას ვერ მოერევა ვერავინ და ვერაფერი:)))
14:55 / 04-10-2019
გამოხმაურება / 0 /
Maka
Saertod ar sheefereba chven qetis
15:38 / 03-10-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS