ქორწილში ტელეფონით ფოტოს გადაღებაც კი აკრძალული იყო, შესაბამისად, ქსელში ამ დრომდე არაფერი გავრცელებულა.
ჰეილი ბიბერმა ცოტა ხნის წინ, პირად გვერდზე ქმართან ერთად გადაღებული, ქორწინების ოფიციალური ფოტო გამოაქვეყნა, საიდანაც ქორწილის დაახლოებითი ხარჯების გარკვევა გახდა შესაძლებელი.
როგორც ცნობილია, ცერემონიალი 1.3 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა, აქედან 900 000
ჰეილის ხელზე 500 000-დოლარიანი საქორწინო ბეჭედი ეკეთა, ხოლო საყურე, რომელიც მას კიდევ უფრო მეტ ბრწყინვალებას მატებდა, 123 ათასი დოლარი დაჯდა.
რაც შეეხება ჯასტინის აქსესუარებს, მან უფრო ნაკლები დახარჯა საკუთარ თავზე. სიძეს ქორწილში 25 000-დოლარიანი ბრილიანტის გრიზლები ეკეთა კბილებზე, ხოლო ხელზე - 100 000-დოლარიანი საათი.