30 სექტემბერი, 2019
"ჩემს მკლავებში გარდაიცვალა" - Snoop Dogg-ის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა
ამერიკელი რეპერის Snoop Dogg-ის ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. რეპერის შვილიშვილი კაია გარდაიცვალა.

პატარა კაიამ მხოლოდ ათი დღე იცოცხლა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში პატარას მამამ დაწერა.

"ვფიქრობ, ცხოვრების ყველაზე დიდი გაკვეთილი გავიარე. ჩემმა შვილმა ათ დღეში ყველაფერი გააკეთა, რაც შეიძლება გააკეთო დედამიწაზე. ის ჩემს მკლავებში გარდაიცვალა და ეს გრძნობა არასოდეს არ მტოვებს", - წერს კორდი ბროდუსი.

შვილიშვილის გარდაცვალებას ინსტაგრამზე გამოეხმაურა თავად რეპერი. "გაუგებ
არ ცხოვრებისეულ ვითარებაში ღვთის ნებას უნდა ვენდოთ", - დაწერა რეპერმა.

პატარა კაიას გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS