17 სექტემბერი, 2019
სილამაზის დრამა: ცნობილი მოდელი და მრავალშვილიანი დედა, რომელსაც დაბერება არ უნდა და პლასტიკურმა ოპერაციებმა ურჩხულს დაამსგავსა
ჟურნალ ფლეიბოის "ყველაზე მაცდუნებელი გოგონა" და "წლის საუკეთესო ქალი" ცხოვრების რაღაც მომენტში შეიცვალა. დღეს 41 წლის ქეთი პრაისი მარტოობით იტანჯება, ამიტომ ბევრ პლასტიკურ ოპერაციას იკეთებს. საინტერესოა, რამ გამოიწვია ერთ დროს ცნობილი ქალის დრამა.



ქეთი პრაისი თითქმის ყველა ბრიტანელმა იცის ტელეეკრანებიდან. 41 წლის ასაკში 5 შვილი ჰყავს, გაიმარჯვა კიბოზე, დაწერა 10-ზე მეტი წიგნი, იღებდნენ ფლეიბოისთვის, მაქსიმისა და ვოგის გარეკანისთვის. გახდა ათობით რეალითი შოუს ვარსკვლავი და მიიღო ერთ-ერთი ყველაზე მაცდუნებელი ქალის სტატუსი
დიდ ბრიტანეთში. ამავე დროს, ის
ცნობილია ღამის კლუბებში სკანდალითა და ჩხუბით. თუმცა, მის ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა - 41 წლის ასაკში მოდელობიდან მონსტრად იქცა და შვილებსაც კი აშინებს...

პირველ სირთულეს პრაისი 4 წლის ასაკში შეხვდა. მისი მშობლები, ემი შარლიე და რაი ინფილდი განქორწინდნენ. ბევრი სკანდალისა და ჩხუბის გარეშე, ერთ დღესაც მამამისმა ჩაალაგა თავისი ნივთები და სახლიდან წავიდა. პრესამ ხმაურიანად გააშუქა ეს ამბავი და მომავალში პრაისის წარუმატებელ ქორწინებასაც დაუკავშირეს ეს ფაქტი.
ბრიტანულ გაზეთებში შეიძლება წაიკითხოთ, რომ ქეთი პრაისი ირჩევს ისეთივე მკაცრ
მამაკაცებს, როგორი მამაც ჰყავდა. მაგრამ ეს ყველაფერი ბევრი წლის შემდეგ მოხდა, მაშინ კი პრაისი მხოლოდ 4 წლის იყო და შეეჩვია იმ აზრს, რომ მამა მასთან აღარ იცხოვრებდა. დედამისი ავად იყო, თუმცა, ბევრს მუშაობდა, რომ როგორმე ოჯახი ერჩინა. რამდენიმე წლის შემდეგ კი, ცოლად გაჰყვა მშენებელს, რომელსაც უკვე ჰყავდა ვაჟიშვილი. პატარა ქეთი მთლიანად ჩამოშორდა ახლობლებს.


mshoblebi
ის საკუთარ პრობლემებს თავად უმკლავდებოდა, დაწყებული საშინაო დავალებებით, დასრულებული მამაკაცებისგან შევიწროებით. მეცადინეობა არ უყვარდა და გაკვეთილზეც ცუდად კონცენტრირდებოდა. სკოლის დასრულების შემდეგ კი, აუზში დიდხანს ცურავდა. ამით მან მალევე მიიქცია მასწავლებლის ყურადღება და სპორტულ კლუბში ჩაწერეს. გოგონა დათანხმდა. მალევე გახდა ვარსკვლავი და სკოლის საცურაო გუნდის ერთ-ერთი დიდი იმედი.

შესანიშნავი გარეგნობის მიმზიდველ გოგონას უკვე 7 წლის ასაკში იღებდნენ ტანსაცმლის რეკლამაში, ბეჭდავდნენ ჟურნალებში. საზოგადოების მხრიდან ყურადღება პრაისისთვის ახალი იყო, რამაც ნელ-ნელა პატარა გოგონა ბავშვობის ასაკიდან გამოიყვანა. ზრდასრული მამაკაცები განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდნენ მის მიმართ. ერთხელ ლამის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა - ერთ-ერთმა მამაკაცმა თქვა, რომ ფოტოგრაფი იყო და 7 წლის გოგონა გადაღებებზე მიიწვია. ქეთის ამ ფაქტის გახსენება არ უყვარს. მისმა მშობლებმა კი გადაწყვიტეს, რომ პოლიციისათვის არ მიემართათ.
13 წლის ასაკში უკვე თავდაჯერებული იყო, წარმატებები ჰქონდა სპორტშიც. სკოლაში ფიქრობდნენ, რომ პრაისს შეეძლო სტიპენდიის მიღება და კოლეჯში მოხვედრა, მაგრამ გოგონამ უკვე იცოდა პოპულარულობის ფასი და სულ სხვა გეგმები ჰქონდა.

mshoblebi

პრაისმა სკოლა მიატოვა და არ ისურვა გამოცდების ჩაბარება. "არ მინდოდა, გავმხდარიყავი ოფისის მენეჯერი, როგორც ყველა." - ამბობს წლების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში. თუმცა, არავინ იცის, რეალურად რატომ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება.
16 წლის ასაკში მიჩვეული იყო მამაკაცების ყურადღებას, საკმაოდ თავდაჯერებულადაც გამოიყურებოდა. ამიტომ, შეავსო პორტფოლიო და გააგზავნა სხვადასხვა სამოდელო სააგენტოში. თან ფოტოებიც დაურთო. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS