10 სექტემბერი, 2019
"პრემიერმინისტრი რომ ვიყო, ნარკოტიკების ლეგალიზაციას მოვახდენდი"
ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსის, ლიამ გალაჰერის განცხადებით, პრემიერმინისტრობის შემთხვევაში აუცილებლად მოახდენდა ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზაციას. ამის შესახებ მან გამოცემა Mr Porter-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"პრემიერმინისტრი რომ ვიყო, პირველ რიგში, ნარკოტიკების ლეგალიზაციას მოვახდენდი, რადგან ამ მხრივ აღმაშფოთებელი ვითარებაა.

მათ ხარისხს გავაუმჯობესებდი და ქვეყნის ბიუჯეტს შემოსავალს მოვუტანდი. პირადად მე ძალიან უკმაყოფილო ვარ ნარკოტიკების ხარისხით.

მახსენდება 90-იანები, რომელიც სავსე იყო სირებით. ახლა ამ სირებს მობილური ტელეფონი აქვთ და ფოტოს გადაღებას გთხოვენ. საბოლოო ჯამში, როკ
-ენ-როლ საღამოები სავსეა კამერიანი სირებით და ცუდი ნარკოტიკით", - აღნიშნა ლიამმა.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS