შინეიდ ო'კონორი სცენას სიმღერით NOTHING COMPARES 2 U დაუბრუნდა
ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, შინეიდ ო'კონორი სცენას დაუბრუნდა. ის მსმენელის წინაშე ჰიჯაბით გამოჩნდა და გადაცემაში "The Late Late", ორი სიმღერა შეასრულა, მათ შორის მისი ცნობილი ჰიტი - Nothing Compares 2 U.
შინეიდ ო'კონორი სცენაზე დაბრუნებას გასულ წელსაც აპირებდა, თუმცა, ეს ამ დრომდე ვერ მოახერხა. შეგახსენებთ, მომღერალმა ერთი წლის წინ სარწმუნოება შეიცვალა და ისლამი მიიღო. ის აქტიურადაა ჩართული ქალებისა და ბავშვების უფლებების დაცვაში.
52 წლის არტისტმა გადაცემაში საკუთარ სარწმუნოებასა და ირლანდიაში დაგეგმილ საკონცერტო ტურნეზე ისაუბრა.
“მართლა მეგონა,
რომ არავინ იყიდიდა ჩემი შოუს ბილეთებს. ვფიქრობდი, რომ კონცერტები არ შედგებოდა, რადგან არავინ ისურვებდა ჩემთან თანამშრომლობას დიდი პაუზის შემდეგ“, - აღნიშნა მუსიკოსმა.