09 სექტემბერი, 2019
მოულოდნელობა! რა ფოტო გამოუქვეყნა გუფიმ და როგორ მიულოცა რეპერმა ქეთა თოფურიას დაბადების დღე
39 წლის რეპერი გუფი და 33 წლის მომღერალი ქეთა თოფურია გასული წლის ნოემბერში დაშორდნენ. გუფიმ ქეთასთან შერიგება არაერთხელ სცადა, მას ორი სიმღერაც კი მიუძღვნა, მაგრამ აშკარაა, ქეთამ გუფის ღალატი არ აპატია.





როგორც ჩანს, გუფი ქეთას დღემდე ვერ ივიწყებს. მომღერალი დღეს იუბილარია, ის 34 წლის გახდა, გუფიმ ინსტაგრამზე ქეთას ფოტო გამოაქვეყნა და მას დაბადების დღე სოციალური ქსელის მეშვეობით მიულოცა.

"ქეთა, დაბლოკილი გყავარ და პირადად ვერ გილოცავ. გილოცავ დაბადების დღეს. მე შენ ძალიან მიყვარდი, ბედნიერება!" - წერს
გუფი.



ქეთას და გუფის რომანის შესახებ ინფორმაცია 2017 წელს გავრცელდა, როცა ცნობილი გახდა, რომ მომღერალი ლევ გეიხმანს დაშორდა.

ცოტა ხნის წინ, რუსული პრესა ალაპარაკდა ქეთას ახალ რომანზე, რომელსაც საიდუმლოდ ინახავს, რადგან გადაწყვიტა, პირად ცხოვრებაზე აღარ ისაუბროს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS