06 სექტემბერი, 2019
ბავშვების პორნოგრაფიის გავრცელება! გერმანიის ნაკრების ექს-ვარსკვლავი სკანდალში
გერმანიის ყველაზე ცნობილ სპორტულ სკოლაში პოლიცია შევიდა. იმ დროს, როცა ჰენეფში გერმანიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები სამწვრთნელო ლიცენზიის კურსებისთვის ემზადებოდნენ, შენობაში გერმანიის დროით 13:45-ზე სამართალდამცავები შევიდნენ.

მოგვიანებით, მისი სახლიც გაჩხრიკეს

ეჭვმიტანილი ცნობილი გერმანელი ფეხბურთელი, ბუნდესგუნდის, დორტმუნდის ბორუსიას და მადრიდის რეალის ყოფილი ვარსკვლავი კრისტოფ მეტცელდერია! 38 წლის ექს-ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიო დონის მცველი იყო, ბავშვების პორნოგრაფიის გავრცელებაშია ეჭვმიტანილი!

ჰამბურგის პროკურატურის პრესმდივანი ლიდი იოხტერინგი: “დიახ, ვადასტურებთ, რომ მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება. გერმანიის მოქალაქე პორნოგრაფიული შინაარსის მასალების გავრცელებაშია ეჭვმიტანილი - საქმე ბავშვების პორნოგრაფიას ეხება.
მათ შორისაა ფოტოები.”
კრისტოფ მეტცელდერს გერმანიის ნაკრებში 47 მატჩი აქვს ჩატარებული
გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS