02 სექტემბერი, 2019
გრძნობები კონორსაც ჰქონია - UFC-ის ექს-ჩემპიონის ვნებიანი კოცნა სანაპიროზე
კონორ მაკგრეგორი ყვითელი პრესის ეპიცენტრში ისევ მოექცა. სოციალურ ქსელში UFC-ის ექს-ჩემპიონის და მისი საყვარელი ქალის, დი დევლინის ერთობლივი ფოტოები გავრცელდა.

წყვილი იტალიის სანაპიროზე ისვენებს. ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ისინი თავს მზიან სანაპიროზე შესანიშნავად გრძნობენ და არც საჯარო კოცნაზე ამბობენ უარს.

შეგახსენებთ, მაკგრეგორი ბოლოს სკანდალში აპრილში გაეხვია, როდესაც დუბლინის ერთ-ერთ პაბში უცნობი მამაკაცი სცემა.

ვიდეო ქსელში გავრცელდა. მოგვიანებით, მაკგრეგორმა მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS