უცხოური მედია მეგან მარკლის ორსულობის შესახებ ალაპარაკდა. თემის გარშემო უამრავი სტატია დაიწერა გავლენიან გამოცემებშიც, მათ შორისაა "International Business Times"-იც, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა ოჯახის ბოლოდროინდელი საჯარო გამოჩენა ბერკშირის ერთ-ერთ ლუდის ბარში, სადაც მათ მოახერხეს, თავი მომაბეზრებელი პაპარაცებისგან დაეცვათ.
"სხვა სტუმრებმა მათი შემჩნევა ვერ მოახერხეს, მომსახურე პერსონალმა იცოდა მათი ვინაობა, თუმცა, ეს საიდუმლოდ დარჩა. ცოლ-ქმარი სხვა წყვილებივით იქცეოდა და თავს არაჩვეულებრივად გრძნობდა," - აღნიშნა ინსაიდერმა "The Sun"-თან ინტერვიუში.