ცხოველთა უფლებების დამცელებმა კი ამის გამო უკვე განგაში ატეხეს და ეს მწერების უფლებების, მათ შორის, სექსუალური თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნიეს
ავსტრალიაში მავნებელ მწერებთან ბრძოლის ორიგინალურ მეთოდს მიაგნეს, საქმე ისაა, რომ მათ მიერ ქვეყნისთვის მიყენებული ზარალი მილიარდობით დოლარს აჭარბებს.
ბიოინჟინრებმა მწერები გეებად აქციეს, რის შემდეგაც ისინი, რასაკვირველია, ვეღარ მრავლდებიან. რენტგენის სხივებით მათ რნმ-ს ისე ცვლიან, რომ ქრომოსომების დაზიანების შემდეგ მატლისგან მხოლოდ მამრი მწერები იბადებიან, ამასთან, ისედაც წელიწადში მხოლოდ ერთხელ წყვილდებიან და მეცნიერები ფიქრობენ, რომ თანდათან საერთოდ ამოწყდებიან.
ბუზების და ჭიანჭველების ფრთებზე სპეციალური გადამცემები დაამონტაჟეს, რომლებიც ბიოინჟინრებს ზუსტად ატყობინებს მათ ადგილსამყოფელს, რათა ექსპერიმენტი წარმატებით განაგრძონ; ცხოველთა უფლებების დამცელებმა კი ამის გამო უკვე განგაში ატეხეს და ეს მწერების უფლებების, მათ შორის, სექსუალური თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნიეს.