ნინო ნინიძე დღეს რუსეთში ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავია. მსახიობობს თეატრსა და კინოში, ასევე მღერის იმ კონცერტებსა და შემოქმედებით საღამოებში, სადაც მისი ცნობილი დედა გამოდის.
ნინოს მონაწილეობა

1991 წელს თბილისშია დაბადებული. სკოლაში სიარულიც აქ დაუწყია, თუმცა მერე მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად დედასა და ძმასთან ერთად და იქვე დაამთავრა ''ვგიკის'' სამსახიობო ფაკულტეტი. ხშირად იხსენებს თბილისში გატარებულ ბავშვობას: ''მიუხედავად იმისა, რომ მატერიალური პრობლემები და ბევრი ყოფითი სირთულე იყო, არასდროს მიგრძნია იქ თავი ცუდად. მე რომ დავიბადე, საქართველოში ომი იყო.
არ მოდიოდა წყალი, არ იყო შუქი... საშინელი სიცივეები იდგა, ძვლებამდე ატანდა და ვერ ვთბებოდით, ტანსაცმლიანებს გვეძინა, ერთმანეთზე მიხუტებულებს - მე, დედას და ჩემს უფროს ძმა გიორგის''.
თუმცა მალე რუსეთში გადავიდნენ და იქ ნინომ გადაწყვიტა, დედის პროფესიას გაჰყოლოდა. მისი ძმა გიორგი სხვა გზით წავიდა - იურისტია და თავისი საქმე აქვს.
ია ნინიძე ყველა წამოწყებაში მსახიობ შვილს გვერდში უდგას და მისი სახით ნინოს ყველაზე ერთგული გულშემატკივარი ჰყავს.
ცნობისათვის, ნინო იას მესამე ქმრისგან ჰყავს. უფროსი შვილი გიორგი რუს მსახიობ სერგეი მაკსაჩევთან ქორწინებიდან ეყოლა. მისი პირველი ქმარი კი გახლდათ ნიკუშა შენგელაია, რომელსაც ია ხშირად იხსენებს. ამბობს, რომ ნიკუშა მისი პირველი სიყვარული იყო, რომელსაც 17 წლისა გაჰყვა ცოლად.
ერთად ბედნიერები იყვნენ, თუმცა, როგორც მოგვიანებით ჰყვებოდა, შენგელაიამ სხვა ქალთან უღალატა და იამ არ აპატია.
დღეს ქართველი მსახიობი თავის ყოფილ ქმრებთან მეგობრობს და ბედნიერია იმით, რომ კარგი შვილები გაზარდა და საკმაო წარმატებებსაც მიაღწია. არც ის არის თურმე უბრალოდ ჭორი, რომ ია თვით რობერტ რედფორდს ჰყვარებია...