25 მაისი, 2013
საიმონ ბეიკერი „სიყვარულით ნაკარნახები ჩემი ყველაზე გიჟური საქციელი ქორწინებაა!“
აშშ-ში ბედის საძიებლად თავისი მეგობრისა და თანამემამულის ნიკოლ კიდმანის რჩევით გაემგზავრა. ნიკოლი მისი უფროსი შვილის ნათლიაც არის. კიდევ ერთი ცნობილი ავსტრალიელი - ნაომი უოტსი, უმცროსის ნათლიაა. სავსებით შესაძლებელია, არ გინახავთ სერიალი „მენტალისტი“, შეიძლება გამოტოვეთ პრემიერა ხალისიანი ფილმისა „წელიწადს გაძლევ“, შეიძლება ვერ დაიმახსოვრეთ ეს ავს¬ტრალიელი ფილმში „ეშმაკს აცვია პრადა“, თუმცა არასდროს არის გვიან მისი აღმოჩენა. მსახიობი საიმონ ბეიკერი ამჟამად წარმოადგენს არომატს Gentleman Only îò Givenchy.

ნიკოლ კიდმანის რჩევით გაამერიკელებული
მსახიობი ავსტრალიაში დაიბადა, კუნძულ ტასმანიაზე ქალაქ ლონსესტონში. იქ დღემდე ცხოვრობს მამამისი.
საიმონი 2 წლის იყო, როცა მშობლები გაიყარნენ და დედა ისევ გათხოვდა. „კუნძულიდან წამოვედით და სამხრეთ უელსში გადმოვბარგდით“, - იხსენებს საიმონი. ამჟამად ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, თუმცა ავსტრალიაში კვლავ აქვს სახლი.
აშშ-ში ბედის საძიებლად თავისი მეგობრისა და თანამემამულის ნიკოლ კიდმანის რჩევით გაემგზავრა. ნიკოლი მისი უფროსი შვილის ნათლიაც არის. კიდევ ერთი ცნობილი ავსტრალიელი - ნაომი უოტსი, უმცროსის ნათლიაა.
ამერიკაში საიმონს ერთბაშად არ გამართლებია. სხვადასხვა ფილმში თამაშობდა - ხანდახან ეპიზოდურ როლებშიც. მთავარ როლებში იყო საკულტო „ლოს-ანჯელესის საიდუმლოებებში“, „რისკის ზღვარი“, თამაშობდა საშინელებათა ფილმებში - „მიცვალებულთა მიწა“, „ზარი-2“, ფანტასტიკურ „წითელ პლანეტაშიც“ კი ითამაშა. ამ ბოლო დროს მის ფილმოგრაფიას მიემატა „სექსი და 101 სიკვდილი“. სერიალმა „მენტალისტმა“ პოპულარული გახადა, მერე იყო „პრადა“. „ჩემმა უფროსმა ქალიშვილმა წაიკითხა სცენარი და მირჩია, მეთამაშა ამ ფილმში“, - ამბობს საიმონი.
Rating„მენტალისტის“ ოთხი წარმატებული სეზონი უკან ჩამოიტოვა. „ახლა მეხუთე სეზონს ვიღებთ, ოღონდ დეტალებს არ ვახმაურებ!“
ამ წელს მსახიობსა და რეჟისორს სხვა პროექტებიც აქვს: „ავსტრალიაში ვამზადებ ფილმს, რომელშიც თავად ვითამაშებ. ტომ უინსტონის (ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თანამედროვე ავსტრალიელი ავტორის) წიგნის „სუნთქვის“ ეკრანიზაციაა. სერფინგზეა, მეგობრობაზე“. რაც შეეხება სერფინგს, როგორც ყველა ავსტრალიელს, საიმონსაც უყვარს სერფინგი. ახალგა-ზრდობაში ქვეყნის პირველობებზეც გამოდიოდა.
„სიყვარულით ნაკარნახები ჩემი ყველაზე გიჟური საქციელი ქორწინებაა!“ - ამბობს საიმონ ბეიკერი. მომხიბვლელ მსახიობ რებეკა რიგს საიმონი სიდნეიში შეხვდა 1991 წელს. 22 წლის შემდეგ, უკვე სამი შვილის მშობლები, კვლავ ძველებურად შე-ყვარებულები არიან. „ურთიერთობები მძიმე შრომაა და ბევრი მოთმინება“, - ამბობს საიმონი.
წყვილს ჰყავს ცხრამეტი წლის სტელა, ცამეტი წლის კოლდი და თერთმეტის - ჰარი.

Rating„ასაკის მატებასთან ერთად, სულ უფრო ნაკლებად მომწონს საკუთარი თავი“
- რეჟისორებიდან ვისთან იმუშავებდით სიამოვნებით?
- ო, ბევრნი არიან ასეთები. მაგალითად, შესანიშნავი მარტინ სკორსეზე. ექვსი წლის წინ სარეკლამო რგოლი გადავიღეთ ერთად. ძალიან მომეწონა როგორც პროფესიონალი და როგორც ადამიანი. ვუდი ალენთანაც ვიმუშავებდი. რომან პოლანსკის ფილმების ფანიც ვარ. ის ფენომენური რეჟისორია.
- რას ვერ იტანთ ყველაზე მეტად?
- სითავხედესა და უზრდელობას გარშემო მყოფთა მიმართ. მაგალითად, როცა ზედ შენ ცხვირწინ ტელეფონით ლაპარაკობენ. ეს ძალიან არათავაზიანი საქციელია.
- რომელ თანდაყოლილ ნიჭს ისურვებდით, რომ გქონოდათ?
- მწერლის ნიჭს ვისურვებდი. მეშინია წერის, უფრო სწორად, ფსიქოლოგიური ბარიერი მაქვს. კიდევ ვისურვებდი, უცხო ენების შესწავლის მეტი უნარი მქონოდა.
- მთავარი სისუსტე რა არის?
Rating- ეგოისტობა მახასიათებს. ყოველთვის, როცა რაღაცას გავაკეთებ და ვხვდები, რომ ეგოისტურად მოვიქეცი, საშინლად ვბრაზდები საკუთარ თავზე! საერთოდ, ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო ნაკლებად მომწონს საკუთარი თავი.
- თქვენი დევიზი?
- მომწონს ფრთიანი გამონათქვამები, მაგალითად, „იღბალს კუდში უნდა სტაცო ხელი“ და „ცხოვრება მოულოდნელობებით არის აღსავსე“. მათ გამუდმებით ვიყენებ. „არასოდეს დანებდე!“, „ერთხელ არ გამოგივიდა, ისევ და ისევ სცადე!“, „ვინც ვერ მოასწრო, მან დაიგვიანა“, „გაუშვი შენი შანსი - მაგრამ ცხოვრება მაინც გრძელდება!“
- რომ არ იყოთ ის, ვინც ხართ, ვინ იქნებოდით?
- ვისურვებდი, ვიქცე ჩემს შვილებად.

ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნ.
ძველი სტატიაა, მეხუთე სეზონი უკვე დამთავრდა და ახლა მეექვსეზე მუშაობენ.
13:20 / 26-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS