ტელეწამყვანი თიკა კანდელაკი კეტი პერიზე სკანდალურ განცხადებას აკეთებს: „ერთხელ მე და კეტი პერი ერთსა და იმავე დახურულ წვეულებაზე მოვხვდით. მან საკუთარი ვნებების გამოვლენის ობიექტად მე შემარჩია. მოვახერხე თავი დამეხსნა, ძალოსნურ ვარჯიშებს ამაოდ არ ჩაუვლიათ, კეტიმ კი მაშინვე ახალი მსხვერპლი (საშინელება! ისევ მდედრობითი სქესის) იპოვა საკოცნელად, ჩასახუტებლად და ბინძური ცეკვებისთვის,“ – წერს კანდელაკი ,,ინსტაგრამზე”.
კანდელაკმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მოდელმა ჯოშ კლოსმა საზოგადოებას 2012 წელს მომხდარ შემთხვევაზე უამბო:
„კეტისთან შეხვედრისას მეგობარი წავიყვანე თან, რომელსაც
მომღერალთან შეხვედრა ძალიან უნდოდა. კეტი მოვიდა, ჩვენ ერთმანეთს გადავეხვიეთ, შემდეგ კი მოვბრუნდი, რომ მისთვის მეგობარი გამეცნო. ამ დროს კეტიმ მომკიდა ხელი შარვალზე და ტრუსთან ერთად ჩამხადა, იქ მყოფმა ყველა ადამიანმა დაინახა ჩემი პენისი. წარმოგიდგენიათ, როგორ დამცირებულად ვგრძნობდი თავს?“ – ამბობს კლოსი.