რამდენიმე სეზონის განმავლობაში ახალგაზრდა მსახიობი ამ გახმაურებულ სერიალში თამაშობდა მარიას როლს, რომელიც ინტიმურ მომსახურებას სთავაზობდა ბორდელში. 2018 წელს კი პროექტი დატოვა.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა დედა მშობიარობის შემდგომი დეპრესიით იტანჯებოდა. მას ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნაც კი დასჭირდა.
როგორც მსახიობი აცხადებს, სანამ თავად მკურნალობის კურსს გადიოდა, შვილი აღსაზრდელად მეგობარს მიანდო და ამის თაობაზე სოციალური სამსახურიც ინფორმირებული იყო, თუმცა,
აგვისტოს დასაწყისში სოციალურმა სამსახურმა აიძულა მსახიობის მეგობარი, გადაეცა მათთვის 8 თვის ბავშვი, წინააღმდეგ შემთხვევაში პატიმრობით ემუქრებოდნენ. ბავშვი ახლა დროებით იმყოფება მინდობით აღზრდაზე.
„ახლა არც კი ვიცი, სად იმყოფება ჩემი გოგონა, მისი ნახვის უფლება არ მაქვს“, - წერს ჟოზეფინა სოციალურ ქსელში.