25 მარტი, 2014
მელ გიბსონი რუსი ქალიშვილისთვის ბრძოლას იწყებს
სასამართლომ მას სამწლიანი პირობითი პატიმრობა, ფულადი ჯარიმა და 16 საათიანი საზოგადოებრივი სამუშაო მიუსაჯა ჰოლივუდის მეგა - ვარსკვლავი მელ გიბსონი მეგობარ ქალთან, ოქსანა გრიგორიევასთან შეძენილი ქალიშვილის, ლუსიას აღზრდაში მეტ უფლებებს ითხოვს. სასამართლო უახლოეს დღეები გაიმართება.

როგორც ჩანს, "მამაც გულში" მამობრივმა გრძნობამ ახალი ძალით გაიღვიძა, თუმცა ყოფილი პარტნიორი ამის კატეგორიული წინააღმდეგია. გრიგორიევას სავსებით ჰყოფნის ის 20 000 დოლარი, ალიმენტი, რომელსაც ვარსკვლავი ყოველთვიურად უხდის შვილს, თან ეშინია, რომ ის ბავშვზე მეურვეობასაც მოითხოვს, რისი დიდი შანსიც აქვს - გრიგორიევამ
ახლახან სასამართლოს მიმართა მისი ბანკროტად ცნობის შესახებ, - უზარმაზარი ვალები სწორედ გიბსონთან მრავალრიცხოვანი სასამართლო დავების შედეგად დაუგროვდა, რომლის დროსაც 40-მდე ადვოკატი გამოიცვალა!

ქალიშვილი ლუსია მელ გიბსონის მერვე შვილია, გრიგორიევას მსახიობი 3 წლის წინ დაშორდა, პიანისტი ამბობს, რომ გიბსონი მას ფიზიკურად უსწორდებოდა, სცემდა, რის შემდეგაც გამოძიებისა და სასამართლოების სერიალი დაუწყო, გიბსონმა აღიარა ჩადენილი "უმნიშვნელო დანაშაული" და გრიგორიევასთან დროებით დაზავდა, სასამართლომ მას სამწლიანი პირობითი პატიმრობა, ფულადი ჯარიმა და 16 საათიანი საზოგადოებრივი სამუშაო მიუსაჯა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS