15 აგვისტო, 2019
Instagram-მოდელი ბალიზე რეცეპტის მქონე წამლებისთვის ციხეში ჩასვეს
ავსტრალიელი ინსტაგრამ-მოდელი ტორი ენ ლაილა ჰანტერი ირწმუნება, რომ ბალიზე ის წამლების გამო დააპატიმრეს და 22 ათასი ფუნტი სტერლინგი გათავისუფლების სანაცვლოდ გამოსძალეს.

25 წლის მოდელის თქმით, ის მას შემდეგ დააკავეს, რაც ინდონეზიაში ბალიზე დასასვენებლად ჩავიდა. მას 5-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. მოდელი ამბობს, რომ ბიპოლარული აშლილობა აქვს და წამლებიც ამისთვის იყო საჭირო.

გოგო იძულებული გახდა რამდენიმე დღე ინდონეზიის ციხეში გაეტარებინა, რადგან პოლიციამ განაცხადა, რომ მის სამგზავრო ჩანთაში აღმოჩენილი აბები ინდონეზიაში ნარკოტიკების სიაში იყო. მშობლების მიერ თანხის კონკრეტულ ანგარიშზე
გადარიცხვის შემდეგ, მოდელი ციხიდან გამოუშვეს. 

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS