15 აგვისტო, 2019
ამერიკელი მილიარდელი-პედოფილის სახლში ქალის სამოსში ჩაცმული ბილ კლინტონის პორტრეტი იპოვეს
ამერიკელი ფინანსისტის ჯეფრი ეფშტეინის სახლში უცნაური სურათი ნახეს. ფოტოზე აღბეჭდილია ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, რომელსაც ლურჯი კაბა და წითელი ფეხსაცმელი აცვია.

აშკარაა, რომ ჯეფრიმ ბილ კლინტონი ამ სამოსში სპეციალურად დაახატინა ავტორს, რადგან ეს არის სწორედ ის სამოსი, რომლითაც მონიკა ლევინსკი გამოჩნდა.

Rating

ნახატი ავსტრიელ მხატვარს პეტრინ რაიან-კლეინს ეკუთვნის. ნახატის კოპიო ონლაინ მაღაზიებში 120 დოლარად იყიდება.

ამერიკელი მილიარდერის, ჯეფრი ეპშტეინის საკანში, სადაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ზეწრისგან დამზადებული თოკი იპოვეს. ამის შესახებ "New York Post"-ი წერს.

Билл Клинтон


გამოცემის
ინფორმაციით, თოკი ორსართულიანი საწოლის ზედა ნაწილზე იყო დამაგრებული. "New York Post"-ის წყაროს ცნობით, თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათის განმავლობაში ეპშტეინი არავის შეუმოწმებია.


Джеффри Эпштейн

ეპშტეინის გადარჩენას უშედეგოდ ჯერ ციხის ექიმები, შემდეგ კი მანჰეტების ერთ-ერთი საავადმყოფოს სპეციალისტები ცდილობდნენ. მომხდარზე გამოძიება როგორც იუსტიციის სამინისტროში, ასევე გამოძიების ფედერალურ ბიუროში (FBI) მიმდინარეობს.

ამერიკელ მილიარდელს ბრალად ედებოდა არასრულწლოვანთა ტრეფიკინგი და პედოფილია, რომლითაც გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკოსები სარგებლობდნენ. 

Джеффри Эпштейн и Дональд Трамп
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS