14 აგვისტო, 2019
რა თანხას უხდიან პორნო-ვარსკვლავებს! ინდუსტრიის ვარსკვლავმა პროფესიის ყველაზე დაფარულ დეტალებზე ისაუბრა
26 წლის მია ხალიფა პორნოინდუსტრიის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. Pornhub-ზე მის ვიდეოს 1,5 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. 2015 წელს ის პორნოსაიტების რეიტინგში მეორე ადგილზე მოექცა და მას მხოლოდ კიმ კარდაშიანის ვიდეო უსწრებდა.

მია მეგან ებოტის იუთუბ არხზე, გადაცემაში სტუმრად მივიდა, სადაც პორნოვარსკვლავის კარიერაზე ღიად ისაუბრა.

"ხალხი ფიქრობს მილიონებს მიხდიდნენ, რაც ასე ნამდვილად არ არის. მე ჯამში 12 000 დოლარი მაქვს მიღებული პორნო ვიდეოებში, ერთ ვიდეოში 1000 დოლარს მიხდიდნენ.

Rating

მიამ ასევე იმ რთულ პერიოდზეც ისაუბრა, როცა პორნოინდუსტრიიდან
წასვლა და ნორმალური სამსახურის მოძებნა გადაწყვიტა.

"ეს იყო საშინელება, დიდი უფსკრული მქონდა ბიოგრაფიაში. არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. ვბრაზდებოდი, ყველა უარს მეუბნებოდა... ისიც კი ვერ წარმომედგინა, რომ ღირსეულ მამაკაცზე გავთხოვდებოდი, მაგრამ გამიმართლა", - ამბობს მია ინტერვიუში.

მია ხალიფი 2019 წელს, იუთუბ ბლოგერზე - რობერტ სანდბერგზე გათხოვდა.

მიამ სამსახურიც იპოვა და იურისტის თანაშემწედ მუშაობდა, თუმცა, გადაწყვიტა საკუთარი პოპულარობა უფრო სარფიანად გამოეყენებინა, ამიტომ სოციალურ ქსელში ერთდროულად აიწყო სპორტული კომენტატორის, ბლოგერის და მოდელის კარიერა. დღეს მას მხოლოდ ინსტაგრამზე 16 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

მიამ ინტერვიუში ისიც თქვა, რომ პორნოვიდეო მის ბინძურ საიდუმლოდ დარჩებოდა, მაგრამ როცა მისმა მეგობარმა მასთან ერთად გადაღებული პორნო ვიდეო გაავრცელა, მიას დიდი პოპულარობა დაატყდა თავს და ვეღარ დაიმალა.

მას შემდეგ, რაც მიამ პორნოინდუსტრიაში პოპულარობა მოიპოვა, ამას მისი ოჯახის წევრებისა და თანამემამულეების მხრიდან მუქარები მოჰყვა.

მია ლიბანში დაიბადა, შესაბამისად, მისი სამშობლოსთვის პორნოში მონაწილეობა შეურაცხყოფა იყო. სწორედ ამიტომ ოჯახის წევრებმა მასთან ურთიერთობა შეწყვიტეს.

მას შემდეგ, რაც მიამ ჰიჯაბში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, მუქარის ობიექტიც გახდა.

"Google Maps-ის საშუალებით ჩემი სახლის მისამართს და ფოტოებს მიგზავნიდნენ. მემუქრებოდნენ სიკვდილით, რის გამოც ორი კვირა სასტუმროში დავრჩი, მართლა მეშინოდა, რომ მომკლავდნენ", - განაცხადა მიამ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS