მია მეგან ებოტის იუთუბ არხზე, გადაცემაში სტუმრად მივიდა, სადაც პორნოვარსკვლავის კარიერაზე ღიად ისაუბრა.
"ხალხი ფიქრობს მილიონებს მიხდიდნენ, რაც ასე ნამდვილად არ არის. მე ჯამში 12 000 დოლარი მაქვს მიღებული პორნო ვიდეოებში, ერთ ვიდეოში 1000 დოლარს მიხდიდნენ.
მიამ ასევე იმ რთულ პერიოდზეც ისაუბრა, როცა პორნოინდუსტრიიდან
"ეს იყო საშინელება, დიდი უფსკრული მქონდა ბიოგრაფიაში. არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. ვბრაზდებოდი, ყველა უარს მეუბნებოდა... ისიც კი ვერ წარმომედგინა, რომ ღირსეულ მამაკაცზე გავთხოვდებოდი, მაგრამ გამიმართლა", - ამბობს მია ინტერვიუში.
მია ხალიფი 2019 წელს, იუთუბ ბლოგერზე - რობერტ სანდბერგზე გათხოვდა.
მიამ სამსახურიც იპოვა და იურისტის თანაშემწედ მუშაობდა, თუმცა, გადაწყვიტა საკუთარი პოპულარობა უფრო სარფიანად გამოეყენებინა, ამიტომ სოციალურ ქსელში ერთდროულად აიწყო სპორტული კომენტატორის, ბლოგერის და მოდელის კარიერა. დღეს მას მხოლოდ ინსტაგრამზე 16 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
მიამ ინტერვიუში ისიც თქვა, რომ პორნოვიდეო მის ბინძურ საიდუმლოდ დარჩებოდა, მაგრამ როცა მისმა მეგობარმა მასთან ერთად გადაღებული პორნო ვიდეო გაავრცელა, მიას დიდი პოპულარობა დაატყდა თავს და ვეღარ დაიმალა.
მას შემდეგ, რაც მიამ პორნოინდუსტრიაში პოპულარობა მოიპოვა, ამას მისი ოჯახის წევრებისა და თანამემამულეების მხრიდან მუქარები მოჰყვა.
მია ლიბანში დაიბადა, შესაბამისად, მისი სამშობლოსთვის პორნოში მონაწილეობა შეურაცხყოფა იყო. სწორედ ამიტომ ოჯახის წევრებმა მასთან ურთიერთობა შეწყვიტეს.
მას შემდეგ, რაც მიამ ჰიჯაბში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, მუქარის ობიექტიც გახდა.
"Google Maps-ის საშუალებით ჩემი სახლის მისამართს და ფოტოებს მიგზავნიდნენ. მემუქრებოდნენ სიკვდილით, რის გამოც ორი კვირა სასტუმროში დავრჩი, მართლა მეშინოდა, რომ მომკლავდნენ", - განაცხადა მიამ.