14 აგვისტო, 2019
მალაიზიის ყოფილ მეფეს ახალი ცოლი მოყავს, ძველი ცოლი კი ქმართან დაშორებას უარყოფს
სოციალური ქსელი და მსოფლიო პრესა ამ დრომდე აქტიურად განიხილავს მალაიზიის ყოფილი მეფისა და "მის მოსკოვი 2015"-ის ტიტულის მფლობელის ურთიერთობას.

მუჰამედ მეხუთეს და 27 წლის ოქსანა ვოევოდინას ქორწინებიდან ათ თვეში გაჩნდა ჭორები წყვილის ოჯახის დანგრევის შესახებ.

წყვილს ვაჟიც შეეძინა, პატარას დაბადების შემდეგ ოქსანა მალაიზიიდან რუსეთში დაბრუნდა.

Оксана Воеводина и Мухаммад V

ქსელში გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მალაიზიის ყოფილ მეფეს, ცოლთან დაშორება ოჯახმა მოსთხოვა, რადგან შარიათის კანონების მიხედვით, სილამაზის კონკურსის ტიტულის მფლობელთან ცხოვრება მისთვის აკრძალულია.

ამბობენ, რომ ქმართან დაშორების შესახებ, ოქსანამ
პრესისგან შეიტყო, მეფემ კი უკვე ახალი საცოლეც შეარჩია.

Оксана Воеводина и Мухаммад V

"მის მოსკოვის" ადვოკატმა თემის შესახებ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"ოქსანა ხაზგასმით ამბობს, რომ ბავშვი სამუდამოდ დააკავშირებს მუჰამედ მეხუთესთან. მათი პირადი ურთიერთობა კი პირადია. ოქსანა ახლა მხოლოდ პატარაზე ზრუნვითაა დაკავებული", - უთხრა ადვოკატმა "Daily mail"-ს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS