სერიალის პირველი სეზონი მიეძღვნა ამერიკელ ფეხბურთელ ო. ჯეი სიმპსონს, რომელმაც 1995 წელს, ცოლი და ცოლის მეგობარი მამაკაცი მოკლა.
მესამე სეზონი ჯეფრი ტუბინის ნაწარმოებზე იქნება დაფუძნებული „დიდი შეთქმულება: სექსუალური სკანდალის ნამდვილი ამბავი, რომელმაც პრეზიდენტი თითქმის გაანადგურა“.
49 წლის პრეზიდენტის და თეთრი სახლის 22 წლის სტაჟიორის რომანი, 1993 წელს დაიწყო. თავად მონიკა ლევინსკის თქმით, მას პრეზიდენტთან სულ
რეჟისორ რაიან მერფის დიდი ხანი სურდა, გასული საუკუნის ყველაზე ხმაურიანი სკანდალის ეკრანიზაცია, მაგრამ მონიკა ლევინსკის თანხმობას ელოდებოდა. ახლა კი ლევინსკი სერიალის პროდუსერი გახდება.
მის როლს 26 წლის მსახიობი ბინი ფელშტეინი ითამაშებს. სურათის პრემიერა 2020 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაიმართება.