08 აგვისტო, 2019
მონიკა ლევინსკის და ბილ კლინტონის სექს-სკანდალის შესახებ სერიალს გადაიღებენ
პოპულარული სერიალის "American Crime Story"-ის ახალი სეზონი ამერიკის 42-ე პრეზიდენტის ბილ კლინტონისა და მისი საყვარელი ქალის მონიკა ლევინსკის სექს-სკანდალს მიეძღვნება.

სერიალის პირველი სეზონი მიეძღვნა ამერიკელ ფეხბურთელ ო. ჯეი სიმპსონს, რომელმაც 1995 წელს, ცოლი და ცოლის მეგობარი მამაკაცი მოკლა.

მესამე სეზონი ჯეფრი ტუბინის ნაწარმოებზე იქნება დაფუძნებული „დიდი შეთქმულება: სექსუალური სკანდალის ნამდვილი ამბავი, რომელმაც პრეზიდენტი თითქმის გაანადგურა“.

Rating

49 წლის პრეზიდენტის და თეთრი სახლის 22 წლის სტაჟიორის რომანი, 1993 წელს დაიწყო. თავად მონიკა ლევინსკის თქმით, მას პრეზიდენტთან სულ
ცხრაჯერ ჰქონდა სექსი, როდესაც კლინტონის მეუღლე ჰილარი კლინტონი თეთრ სახლში არ იმყოფებოდა.
რეჟისორ რაიან მერფის დიდი ხანი სურდა, გასული საუკუნის ყველაზე ხმაურიანი სკანდალის ეკრანიზაცია, მაგრამ მონიკა ლევინსკის თანხმობას ელოდებოდა. ახლა კი ლევინსკი სერიალის პროდუსერი გახდება.

მის როლს 26 წლის მსახიობი ბინი ფელშტეინი ითამაშებს. სურათის პრემიერა 2020 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაიმართება.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ზურა
არ შეარგეს კაცს :))
11:23 / 09-08-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS