კერძოდ, Victoria's Secret-ის მოდელების რიგებში ტრანსგენდერი მოდელი მოხვდა. მსგავსი გადაწყვეტილება ბრენდის არსებობის მანძილზე პირველად დაფიქსირდა.
ტრანსგენდერი მოდელი, რომელსაც მომავალ შოუზე ვიხილავთ, 22 წლის ბრაზილიელი ლამაზმანი ვალენტინა სამპაიოა.
გასულ წელს, სწორედ ის მოხვდა "ვოგის" გარეკანზე.
შეგახსენებთ, გასულ წელს, ბრენდის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერი მოდელების ადგილი Victoria's Secret-ში არ იყო, რასაც დიდი კრიტიკა მოჰყვა, როგორც ჩანს, მათი ხედვები შეიცვალა.