01 აგვისტო, 2019
შუმახერის ექს-მენეჯერმა სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფანტასტიკური ინფორმაცია გაავრცელა
როგორც იცით, 2013 წელს, ცნობილი ავტომრბოლელი მიხაელ შუმახერი ალპებში სრიალისას მძიმედ დაშავდა, მან გონება დაკარგა და თავის ტვინის უმძიმესი ტრავმა მიიღო.

თითქმის ორი წელია, შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია აღარ გავრცელებულა, თუმცა, ცოტა ხნის წინ, შუმის ექს-მენეჯერმა სასიამოვნო ინფორმაცია ამცნო შუმახერის თაყვანისმცემლებს.

Жан Тодт и Михаэль Шумахер

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა, ჟან ტოდტმა, რომელიც წლების მანძილზე ფერარის გუნდის შეფი იყო, განაცხადა, რომ შვეიცარიაში, შუმახერის სახლში ყოფნისას, მათ ერთად უყურეს ავტორბოლას.

"მე ყოველთვის ფრთხილი ვარ ამ საკითხთან მიმართებაში, მაგრამ ეს
არის სიმართლე. მე ვუყურე ავტორბოლას შუმახერთან ერთად, როდესაც ვიმყოფებოდი შვეიცარიაში მის სახლში. მინდა გითხრათ, ის საიმედო ხელშია. ის არ ნებდება და განაგრძობს ბრძოლას", - განაცხადა დოტდმა.

Жан Тодт с Михаэлем и Коринной Шумахер

შეგახსენებთ, გასული წლის ბოლოს პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სპორტსმენი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს, თუმცა, ოჯახს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია, შესაბამისად, უცნობია, მართალია თუ არა ეს ინფორმაცია.

Жан Тодт и Михаэль Шумахер

ჟურნალისტმა ტოდტს სთხოვა, შუმახერის ჯანმრთელობის შესახებ უფრო დეტალური განმარტება გაეკეთებინა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: “ვიმეორებ: დროა, რომ მიხაელის ცხოვრებას თავი დავანებოთ.”
Жан Тодт и Михаэль Шумахер


გავრცელებული ინფორმაციით, შემახერის მკურნალობა ოჯახს 16 მილიონი დოლარი დაუჯდა, რის გამოც მათ 2016 წელს ნორვეგიაში სახლი და სპორტსმენის პირადი თვითმფრინავი გაყიდეს. მისმა ვაჟმა კი გადაწყვიტა მამის კვალს გაჰყვეს, ხოლო გოგონა ცხენოსნობითაა გატაცებული.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS