თითქმის ორი წელია, შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია აღარ გავრცელებულა, თუმცა, ცოტა ხნის წინ, შუმის ექს-მენეჯერმა სასიამოვნო ინფორმაცია ამცნო შუმახერის თაყვანისმცემლებს.
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა, ჟან ტოდტმა, რომელიც წლების მანძილზე ფერარის გუნდის შეფი იყო, განაცხადა, რომ შვეიცარიაში, შუმახერის სახლში ყოფნისას, მათ ერთად უყურეს ავტორბოლას.
"მე ყოველთვის ფრთხილი ვარ ამ საკითხთან მიმართებაში, მაგრამ ეს
შეგახსენებთ, გასული წლის ბოლოს პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სპორტსმენი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს, თუმცა, ოჯახს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია, შესაბამისად, უცნობია, მართალია თუ არა ეს ინფორმაცია.
ჟურნალისტმა ტოდტს სთხოვა, შუმახერის ჯანმრთელობის შესახებ უფრო დეტალური განმარტება გაეკეთებინა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: “ვიმეორებ: დროა, რომ მიხაელის ცხოვრებას თავი დავანებოთ.”
გავრცელებული ინფორმაციით, შემახერის მკურნალობა ოჯახს 16 მილიონი დოლარი დაუჯდა, რის გამოც მათ 2016 წელს ნორვეგიაში სახლი და სპორტსმენის პირადი თვითმფრინავი გაყიდეს. მისმა ვაჟმა კი გადაწყვიტა მამის კვალს გაჰყვეს, ხოლო გოგონა ცხენოსნობითაა გატაცებული.