01 აგვისტო, 2019
კეიტ მიდლტონი და პრინცი უილიამი "მილიარდელების ბანაკში" ბრედლი კუპერთან და ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად ისვენებენ
სიცილიაზე ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური წვეულება "Google Camp" იმართება, სადაც არაერთი ცნობილი ადამიანია მიწვეული.

Google Camp-ზე ინგლისის ჰერცოგინია და პრინცი უილიამიც გაემგზავრნენ. ისინი დაესწრნენ ღონისძიების მისაღებ ვახშამს, რომელიც ჰერას ნანგრევებზე ჩატარდა. თუმცა, ფოტოეობიექტივში ვერ მოხვდნენ.

Кейт Миддлтон и принц Уильям

ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება, თუმცა, ყველა დეტალი გასაიდუმლოებულია და სოც-ქსელში არცერთი კადრი ვრცელდება. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, სტუმრებსა და მომსახურე პერსონალს უფლება არ აქვთ Google Camp-ის მარშრუტი გაამჟღავნონ და ასევე სოციალურ ქსელში გამოაქვეყნონ პუბლიკაციები.

მომსახურე პერსონალს ორგანიზატორები ხელშეკრულებას უდებენ, სადაც ისინი თანახმა არიან, რომ წვეულების
დეტალების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გაასაჯაროვონ.

Кэти Перри

გავრცელებული ინფორმაციით, Google Camp-ს ესწრებიან კეტი პერი, ორლანდო ბლუმი, ბრედლი კუპერი, ტომ კრუზი და სხვა ცნობილი ადამიანები.

ღონისძიების ტერიტორიაზე არის დახურული საცურაო აუზები, გოლფის მოედნები და იახტები წყალში გასეირნების მსურველთათვის.

კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელმაც წელს პრესაში გაჟონა, გახლავთ ის, რომ ღონისძიებაზე მომღერალმა როზალიამ იმღერა.

Певица Розалия


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS