30 ივლისი, 2019
ახალი სკანდალი! რაში ადანაშაულებს ცნობილი ჟურნალისტი მეგან მარკლის
უკვე ცნობილია, რომ მეგან მარკლი ბრიტანული "Vogue"-ის მოწვეული რედაქტორი სექტემბრის თვეში იქნება. ჟურნალის ყდაზე კი ის 15 ქალი იქნება გამოსახული, რომლებითაც ჰერცოგინია აღფრთოვანებულია.

ჩამონათვალი ცნობილი ქალბატონებისა, რომლებიც მეგანის სიაში შედიან, აერთიანებს პოლიტიკოსებს, ვარსკვლავებს, აქტივისტებს და ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან სიახლეებისთვის. სამეფო ოჯახის წევრის ჟურნალში მოწვევა ჯერ კიდევ რამდენიმე ხნის წინ გახდა ცნობილი. ვარაუდობენ, რომ მეგან მარკლის "Vogue"-სთან თანამშრომლობა ერთჯერადი არ იქნება და მკითხველი მას კიდევ ბევრჯერ იხილავს.




მეგან მარკლის მიერ შექმნილი ჟურნალის ყდის დიზაინის სოც-ქსელში გამოქვეყნებას
სკანდალი მოჰყვა.

ცნობილი ჟურნალისტი და წიგნის "The Game Changers"-ის ავტორი, სამანტა, ბრეტი მეგან მარკლის პლაგიატში ადანაშაულებს.

სამანტას თქმით, "ვოგის" ახალი ყდა თითქმის ისე გამოიყურება, როგორც მის მიერ დაწერილი წიგნის ყდის დიზაინი.

"ის რომ მეგან მარკლის მოეწონა ჩემი ყდის კონცეფცია სასიამოვნოა, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ. მე მიყვარს მეგან მარკლი, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ", - განაცხადა ჟურნალისტმა.

Rating

თქვენ როგორ ფიქრობთ, პლაგიატში სწორად ადანაშაულებენ მეგან მარკლის?
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS