29 ივლისი, 2019
40 წლამდე ასაკის რუსი სელებრითები, რომელთა შემოსავალიც გასულ წელს მილიონობით გაიზარდა
"Forbes"-მა 40 წლამდე ასაკის იმ რუსი ვარსკვლავების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ყველაზე მდიდრები არიან.

სიის სათავეში სპორტსმენი ხაბიბ ნურმაგომედოვი მოექცა. გამოცემის ცნობით, მისი ქონება 11,5 მილიონ დოლარს შეადგენს.

სიაში მოხვდა ტელეწამყვანი და მომღერალი ოლგა ბუზოვა. მისმა შემოსავალი 2018 წელს 4,4 მილიონი დოლარით გაიზარდა.

სამეულში ასევე მოხვდა Washington Capitals-ის რუსი სპორტსმენი ალექსანდრე ოვეჩკინი. მან გასულ წელს 14.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ათეულში მოხვდნენ ეგორ კრიდი, ირინა შეიკი, ბასტა, დიმა ბილანი, ტიმატი, ირინა შეიკი და სხვები.

ათეული ორი ფაქტორის
მიხედვით შედგა, ეს იყო პოპულარობა მედიაში და შემოსავლები.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS