ნატალია ფრისკეს გამომწერებმა დიდი ხნის წინ, შენიშნეს, რომ ჟანა ფრისკეს და ინსტაგრამზე ქმართან ერთად გადაღებულ ფოტოებს აღარ დებდა. ამ დღეებში კი ოფიციალურად გავრცელდა ჭორები იმის თაობაზე, რომ რუსი მომღერლის უმცროსი და ქმარს სერგეი ვშირკოვს დაშორდა.
წყვილმა ერთმანეთი 2010 წელს, საერთო მეგობრების წრეში გაიცნო და 2013 წლის 16 აგვისტოს დაქორწინდნენ. რა გახდა წყვილის დაშორების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.