29 ივლისი, 2019
ბოტოქსის სკანდალი - რა ინფორმაცია წააშლევინა სამეფო ოჯახმა კეიტ მიდლტონის კოსმეტოლოგს ინსტაგრამიდან
37 წლის ბრიტანელი ჰერცოგინია კეიტ მიდლტონი კვლავ მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ ახლა მილიონობით ადამიანს აწუხებს ერთი კითხვა, გაიკეთა თუ არა ბოტოქსი კეიტ მიდლტონმა.

საქმე ის გახლავთ, რომ რამდენიმე დღის წინ, Dr. Medi Spa Clinic-ის ინსტაგრამის გვერდზე, კეიტ მიდლტონის ფოტო გამოჩნდა, წარწერით "ჩვენს საყვარელ კეიტს უყვარს ბოტოქსი".

Кейт Миддлтон


პოსტში ორი ფოტოა გამოყენებული, სადაც კეიტ მიდლტონის სახეზე არსებულ განსხვავებას ადვილად შეამჩნევთ.

მომხდ
არზე უკვე გააკეთა კომენტარი სამეფო ოჯახის პრეს-ატაშემ. მისი თქმით, სამეფო ოჯახის წევრები მსგავსი ტიპის პროცედურებს არ იტარებენ.

Кейт Миддлтон

აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით კლინიკის ექიმის ინსტაგრამის გვერდიდან პოსტი წაიშალა.

Dr. Medi Spa Clinic-ის პრეს-სამსახურის თქმით, მათთან უამრავი ცნობილი ადამიანი დადის, მაგრამ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა სახის პროცედურებს იტარებენ ისინი, საიდუმლოა. რაც შეეხება ფრაზას "ჩვენი კეიტი", პრეს-სამსახურის უფროსის თქმით, ექიმმა იგულისხმა კეიტ მიდლტონის ბრიტანული წარმოშობა.

Кейт Миддлтон


თქვენ როგორ ფიქრობთ, იტარებს კეიტ მიდლტონი ბოტოქსის პროცედურებს თუ არა?

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ანი
ქეითს რომ გადაეკიდნენ, მეგან მარკლი მთლიანად გელებითაა შევსებული, ეგ არ აწუხებთ. შვედეთის დედოფალი, ესპანეთის ყოფილი დედოფალი და ყველა ზოგადად იყენებს და არც არანაირი პრობლემა არაა
23:20 / 29-07-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS