17 ივლისი, 2019
ვისთან ერთად აღნიშნა დუბაის ემირმა დაბადების დღე, რომელსაც ცოტა ხნის წინ ცოლი სახლიდან გაექცა
დუბაის მმართველი შეიხ მო­ჰა­მედ ალ მა­კტუ­მი ბოლო დროს მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში აქტიურად მოექცა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მმართველს ცოლი გაექცა. პრინ­ცე­სა ჰაია ბინტ ალ-ჰუ­სე­ი­ნი ლონ­დონ­ში იმა­ლე­ბა და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა.

45 წლის ჰაია, რო­მე­ლიც იორ­და­ნი­ა­ში და­ი­ბა­და და გა­ნათ­ლე­ბა ბრი­ტა­ნეთ­ში მი­ი­ღო, შე­ი­ხის მე­ექ­ვსე ცო­ლია. ალ მა­კტუმს სხვა­დას­ხვა მე­უღ­ლის­გან 23 შვი­ლი ჰყავს.

Мохаммед Аль Мактум с детьми

პრინ­ცე­სა ჰაია თავ­და­პირ­ვე­ლად გერ­მა­ნი­ა­ში გა­იქ­ცა, ახლა კი ლონ­დონ­ში, კენ­სინგტო­ნის სა­სახ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, 107 მლნ დო­ლა­რად ღი­რე­ბულ სახ­ლში ცხოვ­რობს და სა­სა­მარ­თლო და­ვის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

Мохаммед Аль Мактум с детьми

რაც
შეეხება თავად შეიხ მოჰამედს, ის გუშინ 70 წლის გახდა. დაბადების დღე მან ოჯახურ გარემოში გაატარა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ის შვილებს ხვდება და ნაზად კოცნის მათ, შემდეგ კი ბავშვებთან ერთად თამაშობს.

Мохаммед Аль Мактум с детьми


სასამართლო 30 ივლისს არის დაგეგმილი და სწორედ იქ გადაწყდება ვის დარჩება შვილებზე მეურვეობა. ვარაუდობენ, რომ სასამართლო პროცესამდე, რამდენიმე დღით ადრე, სოციალურ ქსელში მისი ოჯახური ფოტოები შემთხვევით არ გავრცელებულა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS