პრინცესა დაიანამ პირველი შვილი 1982 წელს გააჩინა, მაშინ მშობიარობის შემდეგ არსებულ დეპრესიაზე ქალები უახლოეს მეგობრებთანაც კი ვერ საუბრობდნენ, ამიტომ პრინცესა მარტო უმკლავდებოდა შინაგან ტკივილს.
ამის შესახებ მან რამდენიმე წლის შემდეგ ენდრიუ მორტონთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„მე ძალიან ცუდად ვიყავი“, - ამბობს ის. სწორედ მაშინ დადგა დრო, როცა ყველაზე უკეთ
მისი თქმით, ორსულობა ძალიან დიდი გამოცდა იყო, თუმცა მთავარი გამოცდა - შვილის გაჩენის შემდეგ წინ ელოდებოდა.
გამუდმებით ვტიროდი, იმიტომ რომ მინდოდა უკეთესი ვყოფილიყავი, რომ გამეგრძელებინა ჩემი როგორც ცოლის, როგორც დედისა და როგორც უელსის პრინცესას ვალდებულებების შესრულება და მეშინოდა, რომ ფსიქოლოგიურ პრობლემებს ვერასოდეს დავძლევდი. ყველაფერი მტკიოდა“, - ამბობდა ლედი დი.
მიუხედავად ამ პრობლემებისა, დაიანა საჯარო სივრცეში ცდილობდა იდეალურად მოერგო დედის, ცოლისა და პრინცესას როლი. „როცა საჯარო სივრცეში ვჩნდებოდი, ადამიანებისგან დიდ სიყვარულსა და მხარდაჭერას ვგრძნობდი და მაშინ ვეუბნებოდი საკუთარ თავს, რომ არ მქონდა დანებების უფლება, ეს თითქოს ძალას მმატებდა“, - უთხრა დაიანამ BBC-ის.